თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა 🎓 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თვითმმართველობა |სტუდენტების იდეების, განვითარების, პრობლემების გადაჭრისა და დახმარებისთვის💙🤍🩺

🌟 1 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა შიკიოკუშინკ...
03/04/2026

🌟 1 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა შიკიოკუშინკაის კარატესადმი მიძღვნილი ლექცია - პრეზენტაცია.🌟

📍ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია კარატეს ფილოსოფიაზე, მის მნიშვნელობაზე ფიზიკური და მენტალური განვითარების პროცესში.

🎤სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ და მოესმინათ დარგის წამყვანი წარმომადგენლებისთვის:

🥋 ავთანდილ შენგელია
🏆 საქართველოს კონტაქტური კარატის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, (მე-6 დანი)

🥋 ლაშა ხაჭაპურიძე
🏆 ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, Sensei
🏅 ევროპის ჩემპიონი (მე-3 დანი)

🥋 ლაშა ოზბეთელაშვილი
🏆 ეროვნული ნაკრების კაპიტანი, Sensei (მე-3 დანი)
🏅 ევროპის ჩემპიონი

🥋საბა ჭრელაშვილი
🏆ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდებში)

🥋 ავთანდილ პარწიკანაშვილი
🏆 ევროპის ვიცე-ჩემპიონი (ახალგაზრდებში)

🥋 მარიამ წიკლაური
🏆 ევროპის ჩემპიონი

🥋 ნინო შუბითიძე
🏆ევროპის პრიზიორი (ახალგაზრდებში)

🥋 ანანო დათუკიშვილი
🏆ვიცე-ჩემპიონი (ახალგაზრდებში)

🙌 მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დისციპლინის გაძლიერებასა და სპორტისადმი ინტერესისა და ცნობიერების გაზრდას.

❤️მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს ინსპირაციული შეხვედრისთვის! 💪✨

📢 დახმარება სჭირდება ჩვენს მეგობარსჩვენი უნივერსიტეტის მედიცინის სტუდენტს, თათას, მძიმე დიაგნოზი დაუსვეს— სიმსივნური წან...
31/03/2026

📢 დახმარება სჭირდება ჩვენს მეგობარს

ჩვენი უნივერსიტეტის მედიცინის სტუდენტს, თათას, მძიმე დიაგნოზი დაუსვეს— სიმსივნური წანაზარდი გულის აღმავალ აორტაზე, რომელიც სწრაფად გავრეცელებადი და საკმაოდ მოძრავია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, რომელიც საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ოპერაციისთვის საჭიროა 35000$.

ამ რთულ დროს თითოეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ვთხოვთ ყველას, ვისაც შესაძლებლობა აქვს, გვერდში დაუდგეს ჩვენს სტუდენტს და დაეხმაროს მას სიცოცხლისთვის ბრძოლაში.

🙏 ნებისმიერ თანხას, თუნდაც მცირეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

გთხოვთ, გააზიარეთ ეს პოსტი, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და შევძლოთ ერთად დახმარება ❤️

პირადი ნომერი - 01651000214
მიმღები თამარ სამხარაძე.
ანგარიშის ნომერი- საქ.ბანკი


პირადი ნომერი - 01405050585
მიმღები- ანა სამხარაძე
ანგარიშის ნომერი საქ.ბანკი-

თიბისი -

#თათასთვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უდიდესი მწუხარებითა და გულისტკივილით გ...
19/03/2026

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უდიდესი მწუხარებითა და გულისტკივილით გამოთქვამს სამძიმარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

დღეს საქართველო დგას განსაკუთრებული სევდის წინაშე. ეს არის არა მხოლოდ პირადი ტკივილი, არამედ საერთო, ეროვნული დანაკარგი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გულით განიცდის. ამ მძიმე დროს განსაკუთრებით ვგრძნობთ სულიერი თანადგომისა და ერთიანობის მნიშვნელობას, რასაც წლების განმავლობაში გვასწავლიდა და გვინერგავდა ჩვენი პატრიარქი.

მისი სიბრძნე, სიმშვიდე, სიყვარული და ურყევი რწმენა იყო ის ძალა, რომელიც აერთიანებდა საზოგადოებას და ამხნევებდა ადამიანებს ყველაზე რთულ პერიოდშიც. მისი სიტყვა ყოველთვის იყო იმედის, სიკეთისა და სულიერი სიმტკიცის მატარებელი.

ღრმა პატივისცემითა და გულწრფელი თანაგრძნობით ვიზიარებთ ამ დიდ მწუხარებას. გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და იმედს, რომ ერთიანობითა და რწმენით შევძლოთ ამ ტკივილის გადატანა.

უფალმა მშვიდობა მისცეს საქართველოს, გააძლიეროს ჩვენი ერი და გვიმრავლოს სიკეთე, სიყვარული და ერთობა.

მედიცინის თვითმმართველობა. 🕯️

თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტის საფეხბურთო გუნდი “სიჩმონდი” ღირსეულად გამოვიდა მოედანზე და თავდაუზოგავად იბრძოლა. 🩺🔥ვამაყობთ...
09/12/2025

თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტის საფეხბურთო გუნდი “სიჩმონდი” ღირსეულად გამოვიდა მოედანზე და თავდაუზოგავად იბრძოლა. 🩺🔥

ვამაყობთ თითოეული მოთამაშითა და მხარდამჭერით. 💪⚽️

გუნდს ვუხდით მადლობას მონაწილეობის, შრომისა და ფაკულტეტის ღირსეული წარმოჩენისათვის. 💙

ველით კიდევ უფრო ძლიერ
დაბრუნებას თსუ ლიგის შემდეგ სეზონზე! 🔜🏆

🔴ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით  გაიმართება სისხ...
28/09/2025

🔴ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღეები.

🩸სისხლის ბანკი "სიცოცხლე" ეხმარება ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა მწვავე დაავადებას ან აქვთ სისხლის გადაუდებელი საჭიროება.🏥

⏹ სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე, თუ:

▶️ თქვენი წონა – 50-კგ და მეტია;
▶️ არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C;
სიფილისი, ტუბერკულოზი;
▶️ არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
▶️ არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
▶️ არ გაქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები. ეპილეფსია, დიაბეტი, თირკმელების ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები;
▶️ არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;
▶️ არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია, არ გაგიკეთებიათ ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 1 წლის განმავლობაში;
▶️ არ გაგიკეთებიათ ტატუ ბოლო 2 თვის განმავლობაში;
▶️ ბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილხართ ორსულად;

🅱️მათ, ვინც მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები:

▶️ სისხლში ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა.
▶️ ჯგუფი, რეზუსი.
▶️ B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი.

🩸ადამიანმა, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:

▶️ სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;
▶️ სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;
▶️ სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;
▶️ სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;
▶️ სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ.

‼️ თან იქონიოს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი ან საბუთის ფოტოსურათი‼️

არ იყოთ უზმოზე🫶🏻

🗓️ჩატარების თარიღი: 1,2,3,6,7,8 ოქტომბერი

⏰დრო: 10:30-16:00 საათი

📍ადგილმდებარეობა:

1 ოქტომბერი -📍ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი- I კორპუსი 303 აუდიტორია.

2 ოქტომბერი -📍სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეყი - II კორპუსი 237-ე აუდიტორია.

3 ოქტომბერი -📍ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - III კორპუსის 018 აუდიტორია.

6 ოქტომბერი - 📍ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - X კორპუსის (მაღლივი) 102-ე აუდიტორია

7 ოქტომბერი - 📍ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - XI კორპუსის (განივი) 301 აუდიტორია.

8 ოქტომბერი - 📍მედიცინის ფაკულტეტი - მორფოლოგიურის ინსტიტუტის (ბელიაშვილის 74) 129-ე აუდიტორია.

♦️დონაციის შემდგომ გაგიმასპიძლდებით შოკოლადით, კოკაკოლით, ( დამატებით ტკბილეული ,ყავა, ჩაი გვაქვს ხოლმე) ☕️🫖❤️

❗️გახდი დონორი, გადაარჩინე სიცოცხლე❗️



🔴 Selfless blood donation days will be organized by the student self-government of Ivane Javakhishvili Tbilisi State University.

🩸blood bank "Sitsotskhle" helps people who are fighting various acute blood-related diseases or have an urgent need for blood.🏥

⏹ Any person between the ages of 18 and 65 can become a blood donor if:

▶️ Your weight is- 50 kg and more;
▶️ You have not been infected with viral hepatitis B and C; syphilis, tuberculosis;
▶️ You are not infected with HIV infection;
▶️ You do not have blood or oncological diseases;
▶️ You are not a drug user;
▶️ You have not undergone a surgical operation, you have not been vaccinated against tetanus and rabies over the last 1 year;
▶️ You have not had a tattoo in the last 6 months;
▶️ You have not had contact with other people's blood;
▶️ You have not been pregnant in the last 6 months;
▶️ On the day of donation, the donor must be practically healthy - they must not have fever, runny nose, catarrh, or other flu-like symptoms.

🅱️Those who will participate in the charity campaign will receive the following survey results for free:

▶️ determining the level of hemoglobin in the blood
▶️ Blood Group, rhesus.
▶️ Hepatitis B and C, syphilis, and AIDS virus

A person who is going to donate blood should know the following:

▶️ Blood donation is an easy, safe and painless process;
▶️ When donating blood, only disposable materials are used and the donor is protected from any infections;
▶️ Blood donation is absolutely safe;
▶️ Blood donation is recommended in the first half of the day;
▶️ On the day of blood donation, it is better to eat lightly and drink sweet tea in the morning. You should refrain from taking to***co and analgesics;
▶️ Blood can be donated again after 2 months.

‼️ Bring your ID card with you‼️

Don't be fasting 🫶🏻

🗓️Date: October 1,2,3,6,7,8

⏰ Time: 10:30-16:00 O’clock

📍Location:
October 1st - 📍 Faculty of Humanities - I building 303rd auditorium.

October 2nd - 📍 Faculty of Social and Political Sciences, Faculty of Law - II building 237th auditorium.

October 3rd - 📍Faculty of Psychology and Educational science - Building III 018rd auditorium

October 6th - 📍TSU Faculty of Business and Economics - 102nd Auditorium, Building X (Maglivi).

October 7th - 📍Faculty of Exact and Natural Sciences, - XI building (Ganivi) 306th auditorium.

October 8th - 📍Faculty of Medicine - Institute of Morphology (74 Beliashvili St.) 129th auditorium

♦️After the donation, we will treat you with chocolate, Coca-Cola ❤️

❗️ Become a donor, save a life❗️

23/09/2025

ბილეთების გაცემა გრძელდება‼‼‼

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ბილეთევი გაიცემა განივში 347 ოთახში, დილის 10 საათიდან და ასევე მორფოლოგიურის ინატიტუტში, 333 ოთახში დილის 12 საათიდან.

იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია და არ დაგავიწყდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთის ქონა.

გისურვებთ წარმატებებს

26/08/2025

✨მოგესალმებით, პირველკურსელებო! ✨

გთავაზობთ მცირემეტრაჟიან ვიდეოს , რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაეცნოთ ჩვენს ფაკულტეტს, შესაძლებლობებს და სტუდენტურ ცხოვრებას. 💙🤍

🌟თსუ-ს ოჯახში ყოველთვის გექნებათ ადგილი და მხარდაჭერა.

ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა🎓💫

📲 Follow us:
🌐 Instagram: https://www.instagram.com/tsumedssg?igsh=MXZ3OTgwNHo3Y3l1cg==
🎶 TikTok:https://www.tiktok.com/?_t=ZS-8zC9CGbe15z&_r=1

მშვიდობით, ბატონო ზურა. ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უბრალოდ ლექტორზე გაცილებით დიდი იყო — ბატონ ზურაბ ჩხაიძეს.ლექტორ...
04/07/2025

მშვიდობით, ბატონო ზურა.

ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უბრალოდ ლექტორზე გაცილებით დიდი იყო — ბატონ ზურაბ ჩხაიძეს.
ლექტორს, რომელმაც სტუდენტებისთვის არა მხოლოდ ცოდნა, არამედ სითბო, სიყვარული და გულწრფელი ყურადღება დატოვა.

მისი აუდიტორია სავსე იყო სიჩუმითაც და სიცილითაც, სერიოზული თეორიებით და მეგობრული თვალისჩაკვრით.
ის იყო ყველას ლექტორი, მაგრამ თითოეული სტუდენტის გულთან ახლოს მდგომი.
ბატონი ზურა ქმნიდა გარემოს, სადაც სტუდენტი თავს მნიშვნელოვანად გრძნობდა.

დღეს ეს სივრცე დაცარიელდა, მაგრამ მისი სიტყვები, ღიმილი და ჰუმანურობა სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
ჩვენ ვწუხვართ, მაგრამ ამ ტკივილში მადლიერებასაც ვგრძნობთ — რომ გვქონდა პატივი, გაგვეცნო ადამიანი, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა არა მხოლოდ ცოდნით, არამედ ადამიანობითაც.

ნათელში იყოს მისი სული.
ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყველა სტუდენტს, ვინც მასთან ერთად გაიზარდა.

Address

აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, 78
Tbilisi

Opening Hours

Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00

Telephone

+995551160905

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა:

Share