05/05/2026
BNC Group - ის პირველი საიუბილეო წელი
ზუსტად ერთი წლის წინ, 5 მაისს, „ბიენსი ჯგუფმა“ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან საქმიანობის ნებართვა მიიღო და ოფიციალურად აიღო სტარტი. ჩვენი მიზანი თავიდანვე მკაფიო იყო: ვყოფილიყავით არა უბრალოდ შუამავალი ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის, არამედ მათი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც სადაზღვევო რისკების მართვის გამჭვირვალე და მაღალპროფესიულ სტანდარტს დაამკვიდრებდა.
როგორ მოვედით აქამდე?
პირველივე დღიდან აქცენტი ციფრული ფუნდამენტის შექმნაზე გადავიტანეთ. AWS-ზე ბაზირებულმა ERP სისტემამ და Microsoft 365-ის ეკოსისტემამ მოგვცა შესაძლებლობა, მომხმარებლის მხარდაჭერის ის მაღალი სტანდარტი შეგვექმნა, რომელიც დავისახეთ.
სად ვართ დღეს?
ერთი წლის თავზე, BNC Group-ს ნდობა თითქმის თანაბარი პროპორციით კორპორატიულმა და საცალო მომხმარებლებმა გამოუცხადეს. რაც ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული მხარდაჭერის ეფექტიანობას ორივე მიმართულებით.
კომპანიამ მოახერხა წარმატებული პარტნიორობა ისეთ მრავალფეროვან სექტორებთან, როგორიცაა:
საჯარო და კერძო სამსახურები;
მშენებლობა, დეველოპმენტი, განთავსება და კვება;
ლოგისტიკა, იმპორტი და ექსპორტი;
აუდიტორული, საბუღალტრო, სავაჭრო და სარეკლამო კომპანიები;
დასაქმებული და თვითდასაქმებული პირები.
ეს მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბროკერის როლს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს რომელიც რისკების სიღრმისეული ანალიზითა და სწორი გადაწყვეტებით ეხმარება ბიზნესს და ინდივიდებს, კონცენტრირდნენ მთავარზე და განავითარონ საკუთარი პოტენციალი.
წამყვან მზღვეველებთან ერთად, ჩვენ შევქმენით სანდო და გამჭვირვალე თანამშრომლობის პლატფორმა. გასული წელი იყო არა მხოლოდ სისტემური პლატფორმების იმპლემენტაციის, არამედ ჩვენი მთავარი ფასეულობების - ურყევი პროფესიონალიზმისა და კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობის განმტკიცების პერიოდი.
მადლობა თითოეულ პარტნიორს ნდობისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით დაცულ გარემოსა და მდგრად ეკონომიკას ჩვენს ქვეყანაში.
BNC Group - თქვენი პარტნიორი რისკების მართვაში.