Georgian Co-Investment Fund • საქართველოს თანაინვესტირების ფონდი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Georgian Co-Investment Fund • საქართველოს თანაინვესტირების ფონდი

Georgian Co-Investment Fund • საქართველოს თანაინვესტირების ფონდი Georgia dedicated private equity firm investing in Georgia’s fastest growing industries and sectors.

The Georgian Co-Investment Fund (GCF) is one of the leading Georgian investment firms, providing international investors with exposure to the fast-growing sectors of the Georgian economy. By utilizing a private equity structure, the fund creates a positive economic impact for the country and provide long-term value to the investors and partners. Currently managing assets in excess of US$2 billion,

the firm has made numerous investments in the Georgian economy within the sectors and industries which significantly contribute to the development of the Georgian economy, including Energy and Infrastructure, Hospitality and Real Estate, Agriculture and Logistics, and Manufacturing. The Georgian Co-Investment Fund considers investments in both Greenfield and Brownfield projects as well as in distressed companies. The Fund’s minimum IRR threshold for investment in projects is 17% and it intends to invest 25 – 75% of the total equity investment, with a minimum size of USD$5m. The Fund is expected to retain its ownership interest in the Portfolio Companies for up to seven years, extendable to a maximum of nine. During that period, the Fund will exit from its investments through sale of its ownership interest through any of the following routes:
• Sale to existing co-owners or partners of the project;
• Sale to external third parties;
• IPO on local and international stock exchanges.

25/10/2024

„მოგესალმებით,

გავეცანი TV პირველზე გასულ გადაცემას "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი და მიანიშნებს რომ თითქოს ბატონი ბიძინა პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული (პოლიტიკურ თემებთან მე არ გავაკეთებ კომენტარს). რადგან გიორგი ბაჩიაშვილი გახლდათ იმ კომპანიის მენეჯერი და მთავარი ფინანსისტი, რომელ კომპანიასაც დღეს მე ვხელმძღვანელობ, არ შემიძლია დავტოვო კომენტარის გარეშე ანონსში გაჟღერებული საკითხები. პირველ რიგში აქცენტს გავაკეთებ იმ ფაქტზე, რომ თუ ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს აღნიშნულის შესახებ ახლა, ზუსტად არჩევნების წინა ღამეს, როდესაც არ რჩება დრო პასუხისათვის ბატონი ბიძინას მხრიდან. როგორ შეეძლო ბაჩიაშვილს დაემალა ასეთი ტიპის „დანაშაული“ და მხოლოდ არჩევნების წინ გაემჟღავნებინა ის. მებადება ბევრი ეჭვი, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემების პოლიტიზირება და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნები.

სწორედ ამ განცხადების საფუძველზე, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია გიორგი ბაჩიაშვილის მენეჯერული საქმიანობის შესახებ, როდესაც ის მართავდა თანაინვესტირების ფონდს. იმ ხუთ საინვესტიციო პროექტში, სადავ თავად ბაჩიაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას პროექტის შეძენის და შემდგომი მართვის კუთხითაც, და ზუსტად ვიცი, რომ აღნიშნულ გადაწვეტილებების მიღებაში ინვესტორი არ ჩარეულა, 12 წლის წინ 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტია ინვესტირებული. საზოგადოებისთვის ადვილი გასაგები რომ იყოს, პროექტში ჩადებული ინვესტიციიდან ინვესტორი ჩადებული თანხის გაორმაგებას ელოდება 5-10 წლის განმავლობაში, გააჩნია სახელმწიფოში როგორი ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობაა.

საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული ვადა საშუალოდ 6-8 წელიწადია. დარწმუნებული ვარ დამეთანხმებიან ფინანსური წრეებში მოღვაწე ადამიანები. შესაბამისად, მარტივი გამოსათვლელია, რომ 12 წლის წინ განხორციელებული ინვესტიციების ღირებულება დღეს უნდა აღწევდეს დაახლოებით 900 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა პროექტების დღევანდელი ღირებულება ისევ 300 მილიონი აშშ დოლარია! ანუ ზუსტად იმდენი, რაც 12 წლის წინ!

აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის „მაქინაციებზე“ მიანიშნებს, უნდა ავღნიშნო, რომ ზ/ა პროექტებიდან ერთ-ერთი, „მტკვარი ჰესი“, რომელსაც თავიდან ბოლომდე ბაჩიაშვილი მართავდა, დაგეგმილ ბიუჯეტზე გადახარჯულმა თანხამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა! შევახსენებ საზოგადოებას, რომ სწორედ ამ საქმეს პროკურატურა იძიებს და გიორგი ბაჩიაშვილი დღესაც გამოძიების ქვეშაა. მე ვერაფერს ვიტყვი ბიტკოინების საქმის შესახებ, გარდა იმისა რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, როდესაც ბაჩიაშვილმა ბატონ ბიძინას კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა და საქმე სასამართლოშია. სწორედ ამ დროს, არჩევნების წინა ღამეს, გამოდის ბაჩიაშვილი და აკეთებს ასეთი ცილისმწამებლურ განცხადებებს.“ - აცხადებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი დავით გალუაშვილი.

23/07/2024

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ ახალი ბრენდი “ჰანიველ ცემენტი” წარადგინა, რომელიც ქართულ ბაზარზე ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას ხარისხით, გუნდითა და გამოცდილებით იმკვიდრებს თავს.

“ჰანიველ ცემენტი” მომხმარებელს უფრო მოსახერხებელ, ლოკალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტსა და სერვისებს სთავაზობს.

02/07/2024

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველ სტრუქტურაში საკადრო ცვლილებებია. ცოტნე ებრალიძე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს და მას მისივე მოადგილე დავით გალუაშვილი შეცვლის.

ცოტნე ებრალიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდს 2013 წელს, მისი დაარსების დღიდან შემოუერთდა, თავდაპირველად ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით მმართველი დირექტორის პოზიციაზე, შემდგომ კი დაწინაურდა და დაიკავა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. ცოტნე ებრალიძე აქტიურად იყო ჩართული ფონდის ოთხივე სექტორში არსებული არაერთი წარმატებული პროექტის შექმნასა და განვითარებაში, მნიშნელოვანი გარიგებების შეფასებასა და წარმართვაში.

დავით გალუაშვილი პროფესიონალი, მაღალი რგოლის მენეჯერია, შიდა აუდიტის და ბუღალტერიის დარგში მრავალწლიანი გამოცდილებით. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდს 2023 წელს შემოუერთდა შიდა აუდიტის დარგში, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, დავითი პასუხისმგებელი იყო აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმის მიხედვით შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებაზე, ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების შეფასებასა და შესწავლაზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებაზე და დაბეგვრის სისტემატიზაციაზე. საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, დავით გალუაშვილი, წლების განმავლობაში იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის და ოპერაციების დირექტორის პოზიციას „ბანკ ქართუში“. მის დაქვემდებარებაში, სხვადასხვა დროს, შედიოდა ბანკის ისეთი სტრუქტურული ერთეულები როგორიცაა კლიენტთა მომსახურების ცენტრი, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი, ბანკის ბექ-ოფისის დეპარტამენტი, მეთოდოლოგია, პლასტიკური ბარათების და პროცესინგის დეპარტემენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი.

➡️ 2024 წლის 1-2 ივნისს, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ, რიგით მე-7 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია გამართა. ➡️ დარგის ექსპე...
07/06/2024

➡️ 2024 წლის 1-2 ივნისს, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიამ, რიგით მე-7 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია გამართა.

➡️ დარგის ექსპერტებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და საქართველოში სამშენებლო მიმართულებით ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა: თანამედროვე/ინოვაციური ბეტონი, სივრცითი განვითარება, უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა, კლიმატური რისკების შემცირება, ბეტონის ესთეტიკური ღირებულება და სხვა. კონფერენციაზე სიტყვით წარდგა პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

➡️ აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდა კომპანიის ახალი ბრენდის - „ჰანიველ ცემენტის” წარდგენა.

➡️ პრეზენტაციები წარადგინეს ისეთი ცნობილი კომპანიების არქიტექტორებმა როგორიცაა Zaha Hadid Architects, Gensler Architects, VDZ Technology gGmbH. საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ჰაიდლებერგცემეტის ორგანიზებით 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.

10/07/2023

გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტ მტკვარი ჰესის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარი ჰესიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.

სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას.

25/04/2023

დღეს, კომპანია “ცემენტ ინვესტმა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თანაინვეტირების ფონდის, ჰანიველ პარტნერზისა და ბატონი დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს, სრულად გამოისყიდა „ჰაიდელბერგ მატერიალზ“-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა“ და „თერჯოლა კარიერში“ (ერთობლივად „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“).

„ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ ლიდერია ცემენტისა და ცემენტთან დაკავშირებული პროდუქტების წარმოებისა და დისტრუბუციის ბაზარზე საქართველოში. ის მართავს ცემენტის სრული ციკლის წარმოების ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში, ინერტული მასალების ორ საწარმოს, ცემენტის ტერმინალს სუფსაში და ბეტონის თოთხმეტ სტაციონალურ და მობილურ ქარხანას მთელი საქართველოს მასშტაბით.

მას შემდეგ, რაც 2017 წელს „ჰაიდელბერგ მატერიალზი“ და “ცემენტ ინვესტი“ პარტნიორები გახდნენ მათი ერთობლივი მენეჯმენტის ქვეშ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველომ“ წარმატებით განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმადობისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის კლინკერის წარმოების ახალი მშრალი მეთოდით მოქმედი ქარხანა კასპში. ამ უკანასკნელმა ინვესტიციამ, რომლის მოცულობამ 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, კომპანიას ტექნოლოგიურ გარდატეხასთან ერთად მოუტანა ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება და უპრეცედენტო ზრდა.

მიმდინარე წლის განმავლობაში „ჰაიდელბერგცემენტ საქართველო“ შეინარჩუნებს სავაჭრო სახელსა და ყველა იმ ტექნიკურ მხარდაჭრას, რომელსაც კომპანიას აქამდე „ჰაიდელბერგ მატერიალზი“ უწევდა. სამომავლოდ, შესაძლოა მოხდეს ბრენდის ცვლილება.

კომპანიის ინვესტორები გეგმავენ გააგრძელონ მისი გაფართოება წარმადობის ზრდის, ტექნოლოგიური გაუმჯობესებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც ისინი ცემენტისა და მასთან დაკავშირებულ ბიზნესს ფლობენ. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ „ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს“ მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მათი საინვესტიციო მიდგომა, რომელიც მხოლოდ საქართველოზეა ფოკუსირებული.

კომპანია „ცემენტ ინვესტის“ ინვესტორები ფლობენ და მართავენ წარმატებულ კომპანიებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის: წარმოების, სასტუმრო ინდუსტრიის, ფინანსური ინსტიტუტების, მედია და ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის მიმართულებით.

Today, Cement Invest, a company representing the interests of the Georgian Co-Investment Fund, Hunnewell Partners and Family members of Mr. David Bezhuashvili, (together the “Investors”) acquired its joint venture partner's, Heidelberg Materials’ shares in HeidelbergCement Georgia and TerjolaQuarry (“HCG”).

HCG is the leader in the Georgian cement and related products market. It operates two integrated cement plants (one in Kaspi and one in Rustavi), two aggregates plants, a cement grinding mill in Poti, a cement terminal in Supsa and 14 concrete batching plants across the country. HeidelbergCement Georgia supplies cement and concrete to almost every major construction project in Georgia.

Since the formation of the JV partnership (the “JV”) in 2017 between Heidelberg Materials and the Investors, the JV under joint management, successfully accomplished several high-impact production capacity and efficiency improvement projects, including the inauguration of a state-of-the-art new dry kiln plant in Kaspi. This investment of over 100,000,000 US Dollars, together with other initiatives has brought HCG to a new level of technological excellence, quality improvements and unprecedented growth.
Heidelberg Cement Georgia will retain its name and brand and technical support throughout the year, but may continue operations with a different brand name in future.

The Investors plan to continue its growth strategy through further investments in capacity expansion, technology improvement and energy efficiency. Georgia is the only country where the Investors own cement and related businesses and thus, they hope that HCG would benefit from this new, Georgia-focused investment approach.

The Investors own and manage businesses in Georgia in a number of industries, including building materials, hospitality, financial institutions, telecoms and media, steel, real estate, agriculture and energy.

აქსის თაუერსი გახდა ოქროს გამარჯვებული მრავალფუნქციური კომპლექსის ნომინაციაში! ◽️ FIABCI-Georgia-მ პირველი ეროვნული Nati...
01/11/2022

აქსის თაუერსი გახდა ოქროს გამარჯვებული მრავალფუნქციური კომპლექსის ნომინაციაში!
◽️ FIABCI-Georgia-მ პირველი ეროვნული National Prix d’Excellence დაჯილდოების გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოავლინა.
◽️ აქსის თაუერსი არის პირველი მულტიფუნქციური პროექტი ქალაქის ცენტრში, რომელიც მოიცავს ორ 37 სართულიან კოშკს. პროექტში განთავსებულია ბიზნეს ცენტრი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი, საცხოვრებელი, ველნეს და სარესტორნო მიმართულება.

Axis Towers has become a gold winner, nominated for the multifunctional complex!
◽️ FIABCI-Georgia announced the winners of the first National Prix d'Excellence awards in 11 categories.
◽️ Axis Towers is the tallest skyscraper project in Tbilisi. The multifunctional complex consists of two 31-storey towers standing on a 6-storey pedestal. The pedestal features retail areas, a hotel, residential, restaurants, a wellness center, conference facilities, meeting rooms and over 16,000m² of A-class office space.

16 ივნისს დედაქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, „Axis Towers“ გაიხსნა. „Axis ...
24/06/2022

16 ივნისს დედაქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, „Axis Towers“ გაიხსნა.
„Axis Towers“ დეველოპერული კომპანია „Axis“-ის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია.
პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 150 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

Axis Towers, the tallest skyscraper in Tbilisi was officially opened on 16th of June.
Axis Towers is a joint project of a development company Axis and the Georgian Co-Investment Fund.
Total value of investment exceeds 150 mln USD.

16/06/2022

საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია აქსისის ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი აშენდა.

მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც თავისი მასშტაბითა და სირთულით გამოირჩევა, 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის: საცხოვრებელ ფართებს, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებს, Accor ჯგუფში შემავალ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს „Pullman“ და საფეხმავლო-რეკრიაციულ ქუჩას.

გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული სხვადასხვა ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით აქსის თაუერსი საქართველოში დეველოპმენტის ფლაგმანად და ქართული არქიტექტურის და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ იქცა.

37 სართულიანი ნაგებობა დამატებით 4 მიწისქვეშა სართულით სიმაღლეში 147 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში. პიედესტალით გაერთიანებული ქვის და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.

Within the framework of cooperation the Georgian Co-investment fund and Axis development built the tallest skyscraper in Tbilisi.

The multifunctional complex, which is distinguished by its scale and complexity, combines 5 development directions, including: residential areas, shopping and business centers, Accor Group’s 5-star hotel "Pullman" and a pedestrian street.

With their exceptional architecture, unique functions, scope, and purpose, AXIS Towers symbolize Georgian success.

AXIS Towers consist of 41 floors, of which 4 are underground and 37 above ground. The total height is 147 meters, the tallest building in the city. Stone and glass towers are united by a pedestal. Each floor in the towers rotates two degrees around the axis, creating an illusion of a moving building.

18/04/2021

გვსურს, გამოვეხმაუროთ 17 აპრილს ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, თითქოს ჟურნალისტების გარკვეულმა ჯგუფმა მიაკვლია ბიძინა ივანიშვილის გადამალულ ქონებას საქართველოში.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (GCF) საქმიანობა, არასდროს ყოფილა დამალული. უფრო მეტიც, სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმაზე (ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სოც. ქსელებში) ფონდი ეტაპოვრივად აახლებს ინფორმაციას თითოეული პროექტის განვითარების ეტაპზე, დასრულების ვადებზე, ინვესტიციის ჯამურ მოცულობებზე და ა.შ. უხერხულია, თუ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტთა ჯგუფი ამ ინფორმაციას ვერ ან არ ნახულობს, მხოლოდ იმ მიზნით რომ მორიგი ტყუილი გაავრცელონ საზოგადოებაში.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის (GTDF) მესაკუთრის ცვლილების შესახებ, საზოგადოებამ ინფორმაცია 2021 წლის 11 იანვარს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილობითი მიმართვით შეიტყო. პანამაში რეგისტრირებული კომპანიის ნაცვლად GTDF-ის მფლობელი გახდა ქართუ ფონდი. აღნიშნული ცვლილება არ ასახულა ტურიზმის განვითარების ფონდის მმართველ სტრუქტურაზე, თუმცა აღინიშნა რომ GTDF-ის 10-მდე პროექტიდან მიღებული საოპერაციო შემოსავალი ან აღნიშნული პროექტების გასხვისებიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი მოხმარდებოდა საქველმოქმედო საქმიანობას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის (GCF) ინვესტორთა სტრუქტურის ცვლილების საკითხი დღის წესრიგში არასდროს დამდგარა. შესაბამისად, ჩვენთვის ასევე გაურკვეველია ჟურნალისტთა გუნდის გაოცება იმ საკითზე, რომ ფონდის მთავარი ინვესტორი კვლავ ბიძინა ივანიშვილია.

ბრალდება, კი იმის შესახებ, რომ თითქოს გარდაბანში არსებული პროექტის ფარგლებში, ფონდმა ადგილობრივებს მათი კუთვნილი ტერიტორიები წაართვა არის სიცრუე. აღნიშნული მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოიცავდა 35ჰა ტერიტორიას იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, თუმცა მოსახლეობა მათ იყენებდა საქონლის საძოვრებად. შესაბამისად, სწორედ იმ მიზნით, რომ მოსახლეობისთვის ზარალი არ დამდგარიყო, შეიქმნა კოოპერატივი, რომელსაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კეთილი ნების საფუძველზე ჩაერიცხა 44ჰა ტერიტორიის საბაზრო ღირებულება, რის შედეგადაც მათ შეიძინეს მიწის ნაკვეთები.

ზემოთხსენებული 35ჰა ტერიტორიის მიწა პროექტის მიერ იქნა შესყიდული საბაზრო ღირებულებით და შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებით. რაც შეეხება ექსპორტს, ქართული აგრო სახლის მიერ გაყიდული პროდუქციის მხოლოდ 11% გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში და ამ ინფორმაციის გადამოწმებაც მარტივად იყო შესაძლებელი.

ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით გვაქვს მყარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ტელეკომპანიამ, სიუჟეტის მზადების პროცესში მიზანმიმართულად არ გადაამოწმა ფაქტები, რომლებიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, შეგნებულდ დაამახინჯა ინფორმაცია საინვესტიციო პტოექტებზე, რათა საკუთარი ეთერის საშუალებით გაევრეცელბინა დეზინფორმაცია და საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში.

31/03/2021

➡️ 12 ჰექტარზე გაშენებული მაღალტექნოლოგიური სათბური, სადაც კიტრისა და პომიდვრის სხვადასხვა ჯიშების წარმოება მიმდინარეობს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.

⤵️ იხილეთ გადაცემა "საიმედო რეკომენდაცია" პლანტას პროდუქციის შესახებ.

19/09/2020

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სამხრეთ ამერიკაში, კანაფის კულტივაციის პროექტის ავტორი და ინვესტორია. აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და წარმოადგენს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, ასევე მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ ჩვენი ფონდის დამფუძნებლის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნებით წარმოებული მრავალწლიანი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც მისი ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს, არავითარი კავშირი არ აქვს ურუგვაიში არსებულ წარმოებასთან. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მფლობელი გახლავთ ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა, რომელსაც არანაირი შეხება ჩვენს ფონდთან არ გააჩნია.

რაც შეეხება „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ორი ყოფილი თანამშრომლის, ქალბატონი ანა ქობალიას და ბატონი ნიკა ბოლქვაძის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას. გვინდა განვაცხადოთ, რომ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც მუშაობდნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, თუმცა 2019 წლის მარტის თვეში, საკუთარი სურვილით დატოვეს ფონდი და არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ სად გააგრძელეს საქმიანობა, ისევე როგორც არ ვფლობთ ინფორმაციას იმ ათეულობით თანამშრომლის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს საქმიანობდნენ 7 წლის წინ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდში. ამის თაობაზე ჩვენ შესაბამისი განმარტება მივეცით ტვ პირველს, თუმცა ტელეკომპანია ჯიუტად ცდილობს ამტკიცოს, თითქოს ფონდი ამ ან სხვა ინფორმაციას მალავს და არ ასაჯაროებს.

Address

37, Ilia Chavchavadze Avenue
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Co-Investment Fund • საქართველოს თანაინვესტირების ფონდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Georgian Co-Investment Fund • საქართველოს თანაინვესტირების ფონდი:

Share