08/11/2024
ჩვენი ცენტრის წევრი მუჰამედ სულეიმანოვი
🗣️ „მოდელირების დროს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ბევრ გამორჩეულ და საინტერესო ადამიანს. განსაკუთრებით საინტერესო იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების გაცნობა და ერთმანეთთან საერთაშორესო ურთიერთობებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზიარება” - მუჰამედ სულეიმანოვი, გაეროს მოდელირების ტრენერი UNAG Youth Network • საქართველოს გაეროს ასოციაციის ახალგაზრდული ქსელი წევრი.
🇺🇳 მუჰამედს გაეროს მოდელირება დაეხმარა პროფესიული არჩევანის გაკეთებაში. როგორც თავად გვიყვება, გაეროს მოდელირებაში მონაწილეობამ გააღვივა ინტერესი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით და დაარწმუნა, რომ სწორედ ამ სფეროში უნდა განაგრძოს თავისი პროფესიული განვითარება.
🚀 მუჰამედს უკვე დიდი გამოცდილება აქვს მიღებული გაეროს მოდელირებაში, როგორც საქართველოს გაეროს ასოციაციის გაეროს მოდელირების საზაფხულო სკოლის მონაწილეს და ახლა უკვე თბილისის ახალგაზრდული ცენტრის გაეროს მოდელირების ტრენერს. ზუსტად ეს გამოცდილება დაეხმარა მას კრიტიკული აზროვნებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებაში.
🗣️ „გაეროს მოდელირებაში მონაწილეობას აუცილებლად ვურჩევდი ყველას, რადგან ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საერთაშორისო ორგანიზაციის სხდომის სიმულაცია. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პიროვნული ზრდისთვის, სადაც შეგიძლია განავითარო ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა საჯარო გამოსვლა, მოლაპარაკებების წარმოება და რაც მთავარია ახალი მეგობრების შეძენა”. - ამბობს მუჰამდი.
📣 თუ ხარ 14-29 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქალაქში, მაშინ შენ გაქვს შესაძლებლობა, ჩაერთო გაეროს მოდელირების ტრენინგებში, მოემზადო და მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ მოდელირებასა და ეროვნულ კონფერენციაში:
🌐 თბილისი, გორი, თელავი, ახმეტა, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი.
🔗 გახდი გაეროს მოდელირების დელეგატი, გაიარე რეგისტრაცია 20 ნოემბრის ჩათვლით სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით : https://www.facebook.com/share/p/1GetEwrN79/
🤝USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
თბილისის ახალგაზრდული ცენტრი • USAID Unity Through Diversity Program
#ერთიანობამრავალფეროვნებაშია