09/07/2026
📣თუ ხართ ინდივიდუალური მეწარმე ან კომპანია, რომელიც აგროსექტორში საქმიანობს და გეგმავთ ახალი პროექტის განხორციელებას ან არსებული საქმიანობის გაფართოებას, აგროთანადაფინანსების პროგრამა თქვენთვისაა.
🟢პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ კომპონენტებს:
🔹პირველადი წარმოების თანადაფინანსება;
🔹გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება;
🔹შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;
🔹შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;
🔹სასაკლაოს მოწყობის თანადაფინანსება.
🟢სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად პროგრამის ყველა კომპონენტისათვის განისაზღვრება არაუმეტეს 2,000,000 ლარით :
🔹პროგრამის კომპონენტების მიხედვით თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების 50%-მდე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში 55%-მდე;
🔹გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტში თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ღირებულების 40%-მდე, ხოლო ზემოაღნიშნული კატეგორიებისთვის 45%-მდე.
📌პროგრამაში განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება ლიმიტების ამოწურვამდე.
🔍 დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით შემდეგ ბმულს : https://bitly.cx/cxcOD
თუ გსურთ მონაწილეობის მიღება აღნიშნულ პროგრამაში და გჭირდებათ დახმარება დაგვიკავშირდით:
☎️(+995) 322 18 38 21
📧 [email protected]
გისურვებთ წარმატებას!