04/05/2026
🔸კაპიტოლ მენეჯმენტის პარტნიორი კომპანია Hotel Collection International - Georgia and CIS არის ესპანური სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან მუშაობს.
🔸2025 წელს ყვარელში სასტუმრო Pabellón-ის გახსნით HCI საქართველოს პორტფელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახალი პროექტი შეემატა. კომპანიამ უზრუნველყო სასტუმროს გახსნისთვის საჭირო სრული სერვისი — სასტუმროს მოწყობის კოორდინაცია, პერსონალის შერჩევა, გადამზადება და განაწილება, საოპერაციო პროცესების ჩამოყალიბება, IT სისტემების დანერგვა და შემდგომი ეფექტიანი მართვა.
🔸სასტუმრო Pabellón ყვარელში, ილიას ტბასთან, წარმოდგენილია 61 ნომრით, ღია და დახურული აუზებით, სპორტული მოედნებით - მათ შორის საქართველოსთვის უნიკალური პიკლბოლით, საბავშვო გასართობი სივრცეებით, დიდი და მრავალფუნქციური საკონფერენციო და ღონისძიებების სირვცეებით.
🔸ამ ეტაპზე, Hotel Collection International მართავს 20-მდე სასტუმროს, მათ შორის 3-ს საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სტუმრების შეფასებების მიხედვით სამივე სასტუმრო ლიდერ პოზიციებს იკავებს:
🥇 Pabellón Kvareli – 9.1
🥈 Museum Hotel Orbeliani – 8.9
🥉 Holiday Inn Express Tbilisi Avlabari – 8.8
2025 წელს აღნიშნულმა სასტუმროებმა მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულა:
- 14.5% ზრდა შემოსავლებში და 40% ზრდა საოპერაციო მოგებაში;
- სამივე სასტუმრომ ჯამურად უმასპინძლა 86394 სტუმარს, საიდანაც 90% უცხოელი იყო