საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia
Call Directions Website Contact the business

საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გვერდი

🇹🇭  🇬🇪 AM2026 Thailand | ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ტაილანდში, International Monetary Fund-სა და Worl...
17/10/2026

🇹🇭 🇬🇪 AM2026 Thailand | ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ტაილანდში, International Monetary Fund-სა და World Bank Group-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში, გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების რისკებზე, თაღლითობის პრევენციის მექანიზმებზე, ბიზნესის უწყვეტობის მნიშვნელობასა და ფინანსური სექტორის მედეგობის გაძლიერებაზე.

„საგადახდო სისტემა არ არის ნამდვილად ეფექტიანი, თუ ის სწრაფია, მაგრამ მისი ნდობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, სისწრაფე, უსაფრთხოება და მედეგობა ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

🔗 ვრცლად - bit.ly/IMFmeetings-GFTN-2026

🇬🇪 🤝 🇨🇳 AM2026 Thailand | „ჩვენ საკმაოდ ხშირი კონტაქტი გვაქვს ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, აქტიური თანამშრომლობა და ერთობლ...
16/10/2026

🇬🇪 🤝 🇨🇳 AM2026 Thailand | „ჩვენ საკმაოდ ხშირი კონტაქტი გვაქვს ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტები გვაკავშირებს. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ ჩვენი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას“, - ნათია თურნავა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები, ცენტრალურ ბანკებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას, ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე ინვესტირების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და იუანის წილის ეტაპობრივ ზრდას ქვეყნის სავალუტო რეზერვებში.

🔗 ვრცლად - bit.ly/NBG-PBOC-IMFmeetings

🇹🇭  🇬🇪 AM2026 Thailand | „საქართველოს ნამდვილად საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლები აქვს“, - ნათია თურნავა.სსფ-ის ახლო აღმოსა...
16/10/2026

🇹🇭 🇬🇪 AM2026 Thailand | „საქართველოს ნამდვილად საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლები აქვს“, - ნათია თურნავა.

სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურის მიწვევით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო International Monetary Fund-ის ორგანიზებულ დისკუსიაში - „მმართველთა საუბრები“.

🎙 ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და World Bank Group-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში იმართება და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ემსახურება. დისკუსიის მოდერატორმა ჯიჰად აზურმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმატებულ გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით.

„მსურს, მოგილოცოთ თქვენ და თქვენს გუნდს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში საქმიანობის მიუხედავად, შეძელით მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ჯიჰად აზურმა.

🔗 ვრცლად - bit.ly/GovernorTalks2026

🇹🇭  🇬🇪 AM2026 Thailand | ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტი...
16/10/2026

🇹🇭 🇬🇪 AM2026 Thailand | ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურის მიწვევით, International Monetary Fund-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „მმართველთა საუბრები“ მიიღო მონაწილეობა.

სებ-ის პრეზიდენტთან სესიას სახელწოდებით - „ცენტრალური ბანკების როლი ცვალებად სამყაროში - პერსპექტივები საქართველოს ეროვნული ბანკისგან“ მოდერაციას ჯიჰად აზური უწევდა.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავრი საკითხი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მართვა და ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება იყო ძლიერი, თანმიმდევრული შოკების ფონზე, რასაც გამოხატული ინფლაციური გავლენა ჰქონდა ქვეყნების უმეტესობაზე.

ნათია თურნავას თქმით, მთავარი გამოწვევა ასეთ დროს სანდოობის შენარჩუნებაა. „ჩვენ მოვახერხეთ ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ყველა საგარეო გამოწვევისა, და გავაძლიერეთ ჩვენი მდგრადობა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავას განცხადებით, დაბალი ინფლაციის პარალელურად, საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მისივე განმარტებით, ძლიერი უნიკალური და ხელსაყრელი კომბინაციაა.

🔗 ვრცლად - bit.ly/GovernorTalks2026

15/10/2026

Apply to attend the GFTN Tbilisi Finance Summit in Georgia to join regulators, financial institutions and FinTech leaders shaping the Middle Corridor.

🇹🇭 AM2026 Thailand | „განხილულმა საკითხებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ეკონომიკის დივერსიფიკაციის, მაკროეკონომიკური სტაბილურ...
14/10/2026

🇹🇭 AM2026 Thailand | „განხილულმა საკითხებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ეკონომიკის დივერსიფიკაციის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ძლიერი საგარეო ბუფერების მნიშვნელობა გლობალური გაურკვევლობის პირობებში“, - ეკატერინე მიქაბაძე.

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ტაილანდში, International Monetary Fund-სა და World Bank Group-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ კავკასიისა და ცენტრალური აზიის (CCA) მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიისას მონაწილეებმა რეგიონის ეკონომიკებზე გლობალური მოვლენების გავლენა, მათთან დაკავშირებული გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები განიხილეს.

🌐 ვრცლად - bit.ly/IMF-CCA-2026

🇬🇪  🤝  🇦🇪 AM2026 Thailand | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის ...
13/10/2026

🇬🇪 🤝 🇦🇪 AM2026 Thailand | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და Central Bank of the UAE-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ნათია თურნავას განცხადებით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური სექტორის განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არაბ კოლეგას საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის მიღწევები, სექტორის მდგრადობისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები გააცნო. მან ასევე ისაუბრა სებ-ის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მასშტაბურ განახლებასა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) განვითარებაზე.

🌐 ვრცლად - bit.ly/NBG-UAE-2026

🇹🇭 AM2026 Thailand | ტაილანდში, International Monetary Fund-ისა და World Bank Group-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ერო...
13/10/2026

🇹🇭 AM2026 Thailand | ტაილანდში, International Monetary Fund-ისა და World Bank Group-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს, მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ინფლაციურ პროცესებზე, ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე.

თავის მხრივ, სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმატებით ინარჩუნებს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ძლიერ ბუფერებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

🌐 ვრცლად - bit.ly/IMF-Thailand-2026

13/10/2026

🇬🇪 ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაცია დღეს, 10:00 საათიდან დაიწყება. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ისე ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით | moneymuseum.nbg.gov.ge/sales-catalog

მონეტების დიზაინი სებ-მა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. თავად მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა.

ოქროს მონეტები 3 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 3 250 ლარს შეადგენს. ვერცხლის მონეტები კი, 10 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 300 ლარია.

ვრცლად - bit.ly/ქრისტიანობა1700

🇹🇭 AM2026 Thailand | ტაილანდში მიმდინარე International Monetary Fund-ისა და World Bank Group-ის ყოველწლიური შეხვედრების ...
12/10/2026

🇹🇭 AM2026 Thailand | ტაილანდში მიმდინარე International Monetary Fund-ისა და World Bank Group-ის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-თან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა, რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, სტაბილური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად, საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტები რჩება ძლიერი, ქვეყნის საგარეო პოზიციები კი ბოლო წლებში არსებითად გაუმჯობესდა.

ყურადღება გამახვილდა სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე და დადებითად შეფასდა 2026 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი.

🌐 ვრცლად - bit.ly/NBG-Thailand-2026

Address

1, Zviad Gamsakhurdia Embankment
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322406406

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia:

Shortcuts

Share