04/02/2019
უკვე სამი წელია "ველს მენეჯმენტი" და მისი წევრი კომპანია “სქაი დეველოპმენტი” საბერძნეთში ემიგრანტებისთვის გამართული ღონისძიებების ოქროს სპონსორია. ამ დროის მანძილზე კომპანიის მხარდაჭერით ათენში არაერთი კონცერტი გაიმართა, მათ შორის „ერისიონისა“ და მომღერალ ლელა წურწუმიას საღამოები.
2018 წლის 24 ივნისს ანსამბლ “ერისიონის” მიერ, ქალაქ ათენში გამართული გრანდიოზული კონცერტის გენერალური სპონსორი „სქაი დეველოპმენტი“ გახლდათ. ანსამბლმა დაუვიწყარი კონცერტი, ღალაცის ოლიმპიურ სტადიონზე გამართა. შოუ პროგრამას 8 ათასი ადამიანი ესწრებოდა. კონცერტს საპატიო სტუმრის სტატუსით შოუბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2019 წლის 13 იანვარს კი ათენში საახალწლო კონცერტი გაიმართა „კომედი შოუს“ მსახიობების,პაატა თედიაშვილის და გიორგი შალვაშვილის მონაწილეობით. “სქაი დეველოპმენტი” მადლობას უხდის ემიგრანტებს და სამომავლო ღონისძიებებშიც მათ გვერდით იქნება. კომპანია ყოველთვის ახერხებს, ყურადღება არ მოაკლოს ემიგრანტებს და თავი მშობლიურ გარემოში აგრძნობინოს. 👏😊
"Wealth Management" and the "Sky Development" are the golden sponsor for emigrant events in Athens three years already. During this time, the company supported several concerts in Athens, including "Erisioni" folk band and singer Lela Tsurtsumia's evenings. That is why, on June 24, 2018, our company was a sponsor of the folk band “Erisioni” grand concert in Athens. Unforgettable concert by choreography and songwriters have been held at the Olympic stadium. The show program was attended by 8 thousand people.
On January 13th, New Year concert was held in Athens with the participation of Paata Tediashvili, Giorgi Shalvashvili and "Comedy Show" actors. "Sky Development" is grateful to the emigrants and will support future events for them. The Sky Development Company always manages to pay attention to emigrants and give them joy. 👏😊