01/02/2024
ეს არის S&P-500 ინდექსის გრაფიკი. მარჯვნივ არის კვირის გრაფიკი, მარცხნივ დღიური გრაფიკი. ქვედა ჩარჩოში ორივე გრაფიკზე არის გამოყენებული RSI ოსცილატორი, რომელიც აჩვენებს გადაყიდულ და გადანაყიდ ზონებს. მაგრამ ამ ინდიკატორის ყველაზე ფასეული სიგნალი არის დივერგენციის სიგნალი. მარჯვნივ კვირის გრაფიკზე ხედავთ გავლებულ თეთრ ხაზს რომელიც მიმართულია მაღლა. მაგრამ დაბლა RSI ინდიკატორის პიკები არის ერთ დონეზე რაც ნიშნავს რომ აღმავალი ძალა ინდექსში არის გამოცლილი. უფრო მკაფიო სიგნალი არის გამოკვეთილი მარცხნივ დღიურ გრაფიკზე. სადაც ჩანს რომ ინდექსის ფასები წინა პიკთან შედარებით მაღლაა ხოლო RSI პიკები ერთმანეთზე უფრო დაბლა. ამიტომ ამ სიგნალის მიხედვით, ინდექსი დიდი ალბათობით გააკეთებს დაღმავალ მოძრაობას უახლოეს დღეებში რაც ნეგატიურად აისახება ცალკეულ კომპანიებზეც. გისურვებთ წარმატებას!!!