23/10/2025
🇬🇪🇨🇳 ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ მონაწილეობა მიიღო თბილისის რიგით მე-5 აბრეშუმის გზის ფორუმში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები შანხაის თავისუფალი სავაჭრო პილოტური ზონის ლინგანის ახალი რაიონის დელეგაციასთან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე წამყვანი კერძო კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის Shanghai International Data Port, OMH Science Group, Siasun Robotics, GLP China, H3C Group და Canadian Solar.
ჩინური დელეგაციის ვიზიტი ფორუმის ფარგლებში ორგანიზებული იყო ესპანეთი–საქართველოს ბიზნეს ალიანსის (SGBA) მიერ.
შეხვედრების ფარგლებში, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა, დავით ებრალიძემ ისაუბრა თანამშრომლობის შესაძლებლობებზე სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის, მონაცემთა გადინება, ხელოვნური ინტელექტი და ინტელექტუალური ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, წარმოება და მწვანე ენერგეტიკა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინოვაციური პროექტების განვითარებას ციფრული აბრეშუმის გზის ფარგლებში.
🇬🇪🇨🇳 Poti Free Industrial Zone participated in the 5th Tbilisi Silk Road Forum 2025, where meetings were held with the delegation from the Shanghai Free Trade Pilot Lingang New District. The delegation included senior representatives from government and major enterprises such as the Shanghai International Data Port, OMH Science Group, Siasun Robotics, GLP China, H3C Group, and Canadian Solar.
The visit of the Chinese delegation was organized by SGBA - Spanish Georgian Business Alliance within the framework of the forum.
During the meetings, Mr. David Ebralidze, CEO of Poti Free Industrial Zone, discussed potential cooperation in cross-border data flow, AI and intelligent technologies, logistics, manufacturing, smart port development, and green energy initiatives. The discussions underscored mutual interest in expanding Georgia–China collaboration and exploring new opportunities within the Digital Silk Road framework.