02/07/2026
📚 ლიბერთის და მთიელი წიგნების მეგობრობა 4 წელია გრძელდება.
ამ დროის განმავლობაში, შევძელით საქართველოს შვიდი რეგიონის მოვლა და იქ მცხოვრები ბავშვებისთვის სასურველი წიგნების მიტანა.
📍 ამჯერად კახეთის მხარეს ვესტუმრეთ, სადაც 200-ზე მეტ მოზარდს არდადეგებზე საკითხავი საინტერესო ისტორიები დავუტოვეთ და ასევე, წიგნები საჩუქრად გადავეცით სოფელ შიბლიანის, უჯარმის, კოჭბაანის, გომბორის, მელაანისა და არაშენდას საჯარო სკოლის ბიბლიოთეკებს.
„მთიელი წიგნებთან“ ერთად ყოველი მოგზაურობა გვარწმუნებს, რომ წიგნებზე ხელმისაწვდომობა და ახალ თაობაში კითვისადმი ინტერესის გაზრდა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლის შესაქმნელად!
💫 ლიბერთის საგანმანათლებლო პროექტების რუკაზე ახალი ადგილები უკვე მონიშნულია და წინ ახალი გზებია ̶ ახალი სოფლებისკენ, სკოლებისკენ და ბავშვებისკენ.