04/09/2024
მოკლედ, ამ თემის პოპულარიზაციას არ ვეშვები, თან ეგებ ხორცთან და ბუნდღასთან ერთად კიდო რამე სარგებლობაც მოვიტანო. თორემ ეკრანში ყურებით ზოგს ვერეს ხეობაში დარგული ხეები გამხმარი გონია და გირჩი ზურას იმედი აქ რომ მოვა და მოურწყავს, არა და ამ დროს გირჩი ზურა კრიპტოში საკაიფოდ მოიხოდა და ხეები ვაფშემც კიდია.
1. ზოგადად, მუღამი მაქვს, რომ ამ "მხეცის" არ გეშინოდეთ
2. არაერთხელ უკითხავთ, აი პატარა თავისუფალი მაყუთი მაქ, რამე სერიოზულს ვერა, მაგრამ რაღაც მცირე რა ვქნა? და ა.შ.
ახლა რამ გამახსენა და ამ კოინის მაქსიმალურმა საიმედობამ
ხალხი ჰესებს აშენებს, იქით მთავრობას ეხმალავება, აქეთ მწვანეებს, ქვემოდან ქანები უტევენ, ზემოდან ღრუბლები. ამ ყველაფერს თუ გადაურჩა და მერეც ცხრა წელი ყველა რასკლადი კარგად დაუჯდა ცხრა წლის თავზე ამოიღებს ინვესტიციას და მერე ცხრა წელი უნდა ელოდოს, ასი პროცენტი ჩევიდევიო რომ თქვას.
აგერაა POL (Poligon) ყოფილი Matic - აი მარტივად რომ გითხრათ, ძაან მაგარი ვეშია. პორტფელიოებში აქვს ყველა მსხვილ ვენჩურულ ბიზნესს.
ახლა ღირს 38 ცენტი, ისევ ოთხკლასამდელ ენაზე გეტყვით - სუ რო გასკდეს და გაიწელოს 2 წელში 500%-ს ჩეიჯიბავთ (აქაც მაგრა ვიზღვევ თავს).
კრიპტოში ჩახედულებისთვის დაბალი პროფიტია 500%, მაგრრამ აქ გარანტირებულობის ხარისხია ისეთივე, როგორც ჰესის მშენებლობისას 18 წლისთავზე მიღებულ 100%-ს აქვს. აი გარანტირებულობის ძალიან ზუსტი შედარება გამომივიდა - მეტეორი უნდა დაგვეცეს, ელოუ სთოუნის ვულკანი ამოვარდეს და ზოგადად კრიპტო უნდა მოკვდეს საერთოდ.. ოღონდ ეს მოხდება თუ არა, ამაზე კამათს ნუ დაივწყებთ, გეთაყვა, თორემ იმდენი მახსოვს MMM-ია... ქუნეტია... ჩემმა აიტიშნიკმა მეზობელმა თქვა..... ბანკში ვმუშაობდი და ხოაზრზე ხარ ვიცი ეგეთები.... ერთმა იყიდა და...
სანამ სკეპტიკოსებმა ასეთი არგუმენტები აფრქვიეს, ეგერ ბლექროკი გახდა კრიპტოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი და რამდენიმე კვირის წინ მათ პორთფელიოში კოინ-ტოკენების ჯამურმა ღირებულებამ 20B-ს გადააბიჯა, დააგოიმეს ალბათ, საკითხის აზრზე არ არიან :D
ჰესის მშენებლობის ჩანაცვკლების ფანტასტიკისმაგვარ სიუჟეტს აღგიწერთ: ყიდულობ აგერ 0.38-0.39 ცენტად და აღარ გაინტერესებს 0.80-მდე აიწია თუ 0.10 მდე დაიწია. რომ ნახავ გახდა $1.95 ყიდი 80%-ს და "რაძი კაიფა" დარჩენილით ელოდები სადღაც 4 თან.
მთავარი: დასახულ მიზნამდე "აი ფული დამჭირდა ახლა და უნდა გავყიდო" - შესაძლებლობას ვინც დაუშვებს, აქ მორჩით პოსტის კითხვა :D
როგორ ვქნა? როგორ და მილიონი ვიდეოა როგორ დააყენო Trust Wallet ან Atomic Wallet, ჯობია Binance-ზე დარეგისტრირდე, სრული ვერიფიკაციის გავლა ყველგან მოგიწევთ.
რამდენიმე ქართული სერვისიცაა და არიფისთვის მანდ ჯობია დაწყება. ახლა არ ვიცი აქ რა ხდება, ადრე სპრედი იყო უსაშველოდ დიდი და მოსაკრებელიც მსუყე.
Binance და მისი ჯანი.
აგერა კიდენა და სრული სტატისტიკა POL-ზე. სხვებსაც გეტყვით როცა ასეთი მომენტი დადგება.
Track the latest Polygon price, market cap, trading volume, news and more with CoinGecko's live MATIC price chart and popular cryptocurrency price tracker.