იბერი ინვესტ ჯგუფი • Iberi Invest Group

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იბერი ინვესტ ჯგუფი • Iberi Invest Group
Directions Website

იბერი ინვესტ ჯგუფი • Iberi Invest Group Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from იბერი ინვესტ ჯგუფი • Iberi Invest Group, Investment Management Company, წერეთლის გამზირი N116; , დიდუბე პლაზა", Tbilisi.

შპს ,,იბერი ინვესტ ჯგუფი“ არის საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2023 წელს დაარსდა. ჩვენ კომპანიებსა და ინდივიდებს სანდო საკონსულტაციო გადაწყვეტილებების მიღებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობას ვთავაზობთ. ჩვენი მიზანი საქართველოში არსებული ბიზნეს შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით, ინვესტირების რამდენიმე მიმართულებით განხორციელება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. კომპანიის საინვესტიციო ფილოსოფია დაფუძნებულია სიღრმისეულ კვლევასა და რისკის მენეჯმენტზე. გვჯერა, რომ დივესრიფიცირებული ინვესტიციებითა და კლიენტების მოლოდინების მკაცრი დაცვით / გათვალისიწნებით, აუცილებლად შევქმნით ხანგრძლივ და საიმედრო საინვესტიციო წარმატებას.

🇬🇪 საქართველო 2026 წელს საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების TOP-20-ში მოხვდა. 🌍📊 ამის შესახებ საკონსულტაციო პლატფორმა Rumav...
21/09/2026

🇬🇪 საქართველო 2026 წელს საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების TOP-20-ში მოხვდა. 🌍

📊 ამის შესახებ საკონსულტაციო პლატფორმა Rumavi-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგშია ნათქვამი. პლატფორმამ 192 ქვეყანა 24 მაჩვენებლის მიხედვით შეაფასა, რომლებიც ოთხ ძირითად კატეგორიად იყო დაყოფილი:

💰 ფინანსები და გადასახადები
🛡️ უსაფრთხოება და სტაბილურობა
🏡 ცხოვრების ხარისხი და ჯანდაცვა
✈️ ქვეყანაში გადასვლის შესაძლებლობები

🇬🇪 საქართველომ 69,3 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა და ყველა მეზობელ ქვეყანას მნიშვნელოვნად გაუსწრო.

📍 სომხეთი — 86-ე ადგილი
📍 აზერბაიჯანი — 91-ე ადგილი
📍 თურქეთი — 97-ე ადგილი
📍 რუსეთი — 121-ე ადგილი

🥇 რეიტინგის პირველი ადგილი ესტონეთმა დაიკავა — 72,8 ქულით.

შემდეგ პოზიციებზე არიან:
🇸🇬 სინგაპური
🇲🇾 მალაიზია
🇵🇹 პორტუგალია
🇹🇼 ტაივანი

🔻 რეიტინგის ბოლო პოზიციებზე კი ავღანეთი, იემენი და სამხრეთ სუდანი აღმოჩნდნენ.

📌 რეიტინგში სულ 192 ქვეყანა იყო შეფასებული.

🔸2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქს...
14/09/2026

🔸2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔸მათივე განცხადებით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 13.7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იანვარ-აგვისტოს პერიოდის ყველაზე მაღალი შედეგია.

🔸ამასთან, მატება დაფიქსირდა ტვირთის ყველა კატეგორიაში. ამავე პერიოდში ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 554,174 TEU შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ასევე ათწლეულის რეკორდს წარმოადგენს.

🔸სარკინიგზო სექტორში ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 9.7 მილიონ ტონას მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 11%-ით აღემატება. განსაკუთრებით აღსანიშნავია უშუალოდ ტრანზიტის რეჟიმში გადაზიდული ტვირთების მოცულობა, სადაც 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და შუა დერეფნის მზარდ როლს საერთაშორისო სატრანსპორტო დაკავშირებადობაში.

🔸რაც შეეხება საჰაერო კარგოს, ამ სეგმენტში ტვირთბრუნვის კუთხით, აეროპორტების მიერ გადამუშავდა 29.3 ათასი ტონა ტვირთი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 30%-ით აღემატება და ასევე ათწლეულის რეკორდია.

🔸საავიაციო სექტორში დადებითი დინამიკაა მგზავრთგადაყვანის მიმართულებითაც. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები საანგარიშო პერიოდში 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის განმავლობაში, წლის პირველი 8 თვის ჭრილში, ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს. ამასთან, უშუალოდ აგვისტოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, თვიურ ჭრილშიც ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

⏺️OPEC+-მა კვირას გამართულ შეხვედრაზე ოქტომბრისთვის ნავთობის მოპოვების პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო...
10/09/2026

⏺️OPEC+-მა კვირას გამართულ შეხვედრაზე ოქტომბრისთვის ნავთობის მოპოვების პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ჯგუფმა ჯერ ახალი კვოტები უნდა შეათანხმოს, რის შემდეგაც ნავთობის მოპოვების შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

⏺️შვიდი ძირითადი OPEC+ წევრი ქვეყნის საუდის არაბეთის, რუსეთის, ერაყის, ქუვეითის, ალჟირის, ყაზახეთისა და ომანის შეხვედრა ირანის ომის ფონზე გაიმართა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ექსპორტს კვლავ არღვევს. ეს OPEC+-ის გავლენას ნავთობის ფასებსა და ბაზრის წილზე ზღუდავს.

⏺️აგვისტოში OPEC+-მა სექტემბერში ნავთობის მოპოვების გაზრდას დაუჭირა მხარი, რითაც დაასრულა 2023 წელს თავდაპირველად შეთანხმებული, დღეში 1.65 მილიონი ბარელით მიწოდების შემცირების ეტაპობრივი გაუქმება.

⏺️მიუხედავად შეთანხმებული მოპოვების ზრდისა, OPEC+-ის ჯგუფი, რომელიც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) და მის მოკავშირეებს, მათ შორის რუსეთს, აერთიანებს, ომის გამო ნავთობს კვლავ მნიშვნელოვნად ნაკლები მოცულობით აწარმოებს, ვიდრე დადგენილი სამიზნე მაჩვენებლებია.

წელს, შუა დერეფნით ჩინეთიდან ევროპისკენ საკონტეინერო გადაზიდვები $500-ით გაძვირდა|TCRC2026 წლის დასაწყისიდან (განსაკუთრე...
07/09/2026

წელს, შუა დერეფნით ჩინეთიდან ევროპისკენ საკონტეინერო გადაზიდვები $500-ით გაძვირდა|TCRC

2026 წლის დასაწყისიდან (განსაკუთრებით ბოლო 4 თვეში) ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის, საწვავისა და დაზღვევის გაძვირების გამო, ჩინეთიდან (სიანის ტერმინალი) ევროპისკენ 40-ფუთიანი კონტეინერის ტრანსპორტირება თითქმის $500-ით გაძვირდა და ივნისში $6,450–$6,900 შეადგინა (მცირე ოპერატორებისთვის 5–10%-ით მეტიც).

ფასები საქართველოსა და თურქეთის მიმართულებით:

საქართველო (თბილისი): ტარიფი $200–$300-ით გაიზარდა და $6,800–$7,100 შეადგინა.

თურქეთი (ამბარლი/მერსინი): ღირებულება $7,100–$7,900 დიაპაზონამდე გაიზარდა.

ვადები და შეფერხებები: სიანიდან ალიათის (აზერბაიჯანი) მიმართულებით ტრანზიტის დრო საშუალოდ 14–18 დღეა. შეფერხებებს იწვევს როგორც კასპიის ზღვის ამინდი, ისე სატრანზიტო ქვეყნების საზღვრებზე ხანგრძლივი შემოწმებები.

ჩინეთის მთავარი ჰაბები: დასავლეთისკენ ტვირთნაკადის ძირითად ნაწილს (42%-ს) ჩინეთის „პირველი ეშელონის“ 5 უმსხვილესი ტერმინალი ამუშავებს: სიანი, ჩენჩჟოუ, ჩენდუ, ჩუნცინი და იუ.

🟠ეკონომიკური ზრდა: ივლისში 8.0%-იანი ზრდა დაფიქსირდა (7-თვიანი საშუალო — 7.9%), რაც პროგნოზზე მაღალია. ეკონომიკური აქტივ...
04/09/2026

🟠ეკონომიკური ზრდა: ივლისში 8.0%-იანი ზრდა დაფიქსირდა (7-თვიანი საშუალო — 7.9%), რაც პროგნოზზე მაღალია. ეკონომიკური აქტივობა და ტურიზმიდან შემოსავლები მზარდია.

🟠ინფლაცია და საწვავი: აგვისტოს წლიური ინფლაცია 5.6%-ია. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებისა და ნავთობის გაძვირების (ბრენტი 97$) გამო იზრდება ინფლაციური რისკები. დეკემბრისთვის პროგნოზირებულია 6%-იანი ინფლაცია.

🟠მონეტარული პოლიტიკა: თიბისი კაპიტალი ელის, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად (8.25%-ზე) დარჩება, თუმცა მისი გაზრდის (8.5%-მდე) არგუმენტები გაძლიერებულია.

🟠საგარეო სექტორი და ლარი: სავაჭრო დეფიციტი შემცირდა (26.4%-მდე), გაიზარდა ექსპორტი და უცხოური ვალუტის შემოდინებები. ლარის კურსის პროგნოზი წლის ბოლოსთვის 2.60–2.65-ის ფარგლებში რჩება (გამყარების პოტენციალით).

🟠სებ-ის რეზერვები: სებ-მა 7 თვეში 2.5 მლრდ დოლარზე მეტი იყიდა, რეზერვებმა ისტორიულად მაღალ ნიშნულს მიაღწია (ARA ნორმის 118.7%), რამაც S&P-ის მიერ საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება განაპირობა.

🏆✈️Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალა...
02/09/2026

🏆✈️Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია.

🔎Google-ში ფრაზის „2026 most trendy destination“ ძიებისას, ყველაზე ტრენდული მიმართულებების ჩამონათვალში თბილისი (საქართველო) ისტორიული მემკვიდრეობით, ცოცხალი ხელოვნებითა და კულინარიული კულტურით გამორჩეულ მიმართულებად დასახელდა.

🌏რაც შეეხება სხვა პოპულარულ მიმართულებებს, Google-ის საძიებო სისტემაში გამოარჩია მადეირა (პორტუგალია), ჩიკაგო (აშშ), ქუინონი (ვიეტნამი) და პუერტო ესკონდიდო (მექსიკა).

🟠2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვებ...
26/08/2026

🟠2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივლისის მდგომარეობით 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

🟠საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 488.2 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-ივლისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,566.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

🟠2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი
ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

🇬🇪 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა | 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ,...
24/08/2026

🇬🇪 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა | 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.
🔻 საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა

🔸საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 900.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ...
17/08/2026

🔸საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 900.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია.

🔸ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები წარმოდგენილია დიაგრამაზე პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 22.4 პროცენტით (426.6 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა აზერბაიჯანი 11.3 პროცენტით (214.4 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - თურქეთი 10.6 პროცენტით (202.4 მლნ. აშშ დოლარი).

🔸ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 633.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 254.7 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ვაჭრობის სექტორი 191.1 მლნ. აშშ დოლარით (10.1 პროცენტი).

საქსტატი

🔸ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და „გასტროტურის“ მოწვევით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული...
14/08/2026

🔸ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და „გასტროტურის“ მოწვევით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული ექსპერტები, Michelin Guide-ის, Forbes-ის, The World's 50 Best-ის ჟურნალისტები, კულინარიული მკვლევრები, დოკუმენტალისტები, ინფლუენსერები და შეფ-მზარეულები ეწვივნენ.

🔸ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურის ფარგლებში სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ, გაეცნენ ადგილობრივ პროდუქტებს, ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციებს, რეგიონულ კულინარიასა და თანამედროვე ქართულ გასტრონომიულ ტენდენციებს. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.

🔸ტურის მიზანია საქართველოს, როგორც გლობალური გასტრონომიული დანიშნულების ადგილის წარმოჩენა, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის, თანამედროვე სამზარეულოს, ქართული მეღვინეობისა და ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია მსოფლიოს წამყვან მედიაპლატფორმებზე.

Address

წერეთლის გამზირი N116; , დიდუბე პლაზა"
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იბერი ინვესტ ჯგუფი • Iberi Invest Group posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share