Crystal Career • კრისტალ კარიერა

Crystal Career • კრისტალ კარიერა Crystal Career

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ წარმოადგენს ადგილობრივ საფინანსო ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში.

ემსახურება 100 000-მდე მომხმარებელს და წარმატებით მართავს 300 მლნ. ლარის საკრედიტო პორტფელს. კომპანია ოპერირებს 50 ფილიალის მეშვეობით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

კრისტალი პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელსაც მიენიჭა საერთაშორისო საკრედიტო და სოციალური რეიტინგი, მოპოვებული აქვს არაერთი საერთაშორისო აღიარება.

კრისტალის ფინანსური პარტნიორები არიან ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები.
კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი. ✨👇 შეავსე მარტივი ფორმა და შემოგვიერთდი
27/08/2026

გახდი ჩვენი გუნდის წევრი. ✨
👇 შეავსე მარტივი ფორმა და შემოგვიერთდი

💫 დასრულდა ლიზინგის მიმართულებით მიმდინარე სამოტივაციო კამპანია, რომელიც 2026 წლის მეორე კვარტლის პერიოდს მოიცავდა.🎯 გამ...
10/08/2026

💫 დასრულდა ლიზინგის მიმართულებით მიმდინარე სამოტივაციო კამპანია, რომელიც 2026 წლის მეორე კვარტლის პერიოდს მოიცავდა.

🎯 გამარჯვებულები ლიზინგის რაოდენობის, თანხის მოცულობის და პორტფელის ზრდის მიხედვით გამოვლინდნენ. შედეგების მიხედვით, კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

✔️ კატეგორიაში ALFA WOLF , გამარჯვებული გახდა გიორგი თოდუა.
✔️ RISING WOLF-ის კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელი გახდა იზა ბალხამიშვილი.
✔️ RISING WOLF-ის კატეგორიაში მესამე ადგილის მფლობელი გახდა ნინო ოსიტაშვილი.


🔸 რაც შეეხება ნომინაციას “ლიზინგომენი” , ამ კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ბათუმი2-ის ფილიალის საკრედიტო გუნდის ლიდერი მარიკა შავაძე.

✅ გამარჯვებულების დაჯილდოება თბილისის სათაო ოფისში გაიმართა. SME და ლიზინგის განვითარების და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზაალ მელიქიამ მადლობა გადაუხადა როგორც გამარჯვებულებს, ისე კონკურსის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის. მან ყურადღება გაამახვილა თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების, პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და ლიზინგის მიმართულების გაძლიერების პროცესში მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობაზე.

🚀 სამოტივაციო კამპანია ქმნიდა შესაძლებლობას, თანამშრომლები ჩართულიყვნენ საერთო მიზნების მიღწევაში და საკუთარი წვლილი შეეტანათ ლიზინგის მიმართულების განვითარებაში, პორტფელის ზრდაში, ახალი კლიენტების მოზიდვაში, თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და გუნდში ჯანსაღი კონკურენციის შექმნაში.

💫 2016 წლის 7 ივლისს, გურჯაანში კრისტალის ახალი ფილიალი გაიხსნა.  წელს  ფილიალს გახსნიდან 10  წელი შეუსრულდა. ✅ გურჯაანი...
17/07/2026

💫 2016 წლის 7 ივლისს, გურჯაანში კრისტალის ახალი ფილიალი გაიხსნა. წელს ფილიალს გახსნიდან 10 წელი შეუსრულდა.



✅ გურჯაანი კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია, მრავალრიცხოვანი მოსახლეობით. შესაბამისად, კრისტალის ფილიალს აქ წარმატების მიღწევის დიდი შესაძლებლობა ჰქონდა. მომხმარებლების მხრიდან ფინანსურ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, მაღალი იყო კონკურენცია ფინანსურ ორგანიზაციებს შორის, რის გამოც ფილიალს დიდი დატვირთვით უწევდა მუშაობა. ფილიალის მთავარი გამოწვევა კრისტალის დაბალი ცნობადობა და ამ პირობებში ახალი მომხმარებლების მოზიდვა იყო.



✅ თუმცა, სწორად დაგეგმილმა მარკეტინგულმა კამპანიებმა, გუნდის მონდომებამ, მობილიზებამ, მიზანმიმართულმა სტრატეგიამ შედეგი მალევე გამოიღო და დღეს ფილიალი ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია გურჯაანის რაიონში.



🔸 გურჯაანის ფილიალი ერთ-ერთი გამორჩეულია მეგობრული, გუნდური და კოლეგიალური ურთიერთობებით. გამოირჩევიან განსაკუთრებული პროფესიონალიზმით და თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას ახალ თანამშრომლებს და სტაჟიორებსაც სიამოვნებით უზიარებენ.



🔸 გურჯაანის ფილიალს სულიკო შანყულაშვილი ხელმძღვანელობს.



✔️ ფილიალი რეგიონ 5-შია გაერთიანებული და მისი უშუალო ხელმძღვანელი მონიკა ფილიშვილია.



✔️ კრისტალის მიკრობანკად ტრანსფორმაციის შემდეგ, ფილიალის გუნდი სრული მობილიზებით განაგრძობს განვითარებას და შედეგების გაუმჯობესებას.



🎯 გუნდის მიზანი ნათელია – მეტი ზრდა, მეტი წარმატება და მეტი შესაძლებლობა მომხმარებლებისთვის.

#გურჯაანი
#ფილიალისიუბილე

📍დღეიდან კასპის ფილიალი მომხმარებლებს ახალ მისამართზე მოემსახურება.🏢რეგიონული ქსელის გაძლიერებისა და მომხმარებლებისთვის ...
07/07/2026

📍დღეიდან კასპის ფილიალი მომხმარებლებს ახალ მისამართზე მოემსახურება.

🏢რეგიონული ქსელის გაძლიერებისა და მომხმარებლებისთვის თანამედროვე, კომფორტული მომსახურების სივრცეების შექმნის მიზნით, მიკრობანკი „კრისტალი“ ფილიალების ინფრასტრუქტურის განახლებას განაგრძობს. ამჯერად განახლება კასპის ფილიალს შეეხო, რომელიც 7 ივლისიდან მომხმარებლებს ახალ მისამართზე მოემსახურება.

✨ფილიალის ახალ, თანამედროვე და კეთილმოწყობილ სივრცეში სრულად არის გათვალისწინებული „კრისტალის“ ბრენდის სტანდარტები და იდენტობა. აქ შექმნილია თანამედროვე, ფუნქციური და კომფორტული გარემო როგორც მომხმარებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, სწრაფ და ეფექტიან მომსახურებას.

💡ახალი ლოკაცია კომპანიის მენეჯმენტმა კასპის ცენტრალურ ნაწილში შეარჩია, სადაც კონცენტრირებულია საფინანსო ინსტიტუტები, სავაჭრო ობიექტები და სხვა მნიშვნელოვანი კომერციული დაწესებულებები. აღნიშნული ადგილმდებარეობა მნიშვნელოვნად ზრდის ფილიალის ხელმისაწვდომობას როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესკლიენტებისთვის.

🎉ფილიალის გახსნის აღსანიშნავად გამართულ ოფიციალური ღონისძიებას, „კრისტალის“ სათაო ოფისის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ℹ️ინფორმაციისთვის:

📍ფილიალის ახალი მისამართია: კასპი, დავით აღმაშენებლის ქ. N 3

📅კასპში კრისტალის ისტორია 2018 წლის 5 მარტიდან იწყება.

👤ფილიალს ლანა კელაპტრიშვული ხელმძღვანელობს.

#კასპისფილიალი

✨ 28 ივნისს სენაკის ტექნოპარკში GITA-ს პრე-აქსელერაციის პროგრამის სამეგრელოს რეგიონის დემო დღე გაიმართა.🚀 დემო დღის ფარგ...
01/07/2026

✨ 28 ივნისს სენაკის ტექნოპარკში GITA-ს პრე-აქსელერაციის პროგრამის სამეგრელოს რეგიონის დემო დღე გაიმართა.

🚀 დემო დღის ფარგლებში მონაწილეებმა ჟიურის საკუთარი სტარტაპ იდეები წარუდგინეს და მათი განვითარების ხედვა გააცნეს.

🔹მიკრო ბანკ „კრისტალს“ ჟიურიში წარმოადგენდა სენაკის ფილიალის მენეჯერი, გუთმან სურმავა.

🏆 მიკრო ბანკ „კრისტალის“ რჩეული გუნდი გახდა Aetech Lab, ხოლო „აკერ თბილისის“ რჩეული გუნდი – Freedlium.

💡მიკრო ბანკ „კრისტალისთვის“ რეგიონებში ახალგაზრდების განვითარება, ინოვაციური იდეების მხარდაჭერა და მეწარმეობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ვუერთდებით ინიციატივებს, რომლებიც ავითარებს ინოვაციურ აზროვნებას, ახალ შესაძლებლობებს უქმნის ახალგაზრდებს და ხელს უწყობს ძლიერი სამეწარმეო ეკოსისტემის ჩამოყალიბებას საქართველოს რეგიონებში.

🚀 პროგრამა ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტის ფარგლებში, ხოლო მის ორგანიზებას „აკერ თბილისი“ უზრუნველყოფს.

🌿„კრისტალი“ „გუდაურის დალაგების დღეებზე“🌍უკვე მესამე წელია, „კრისტალის“ თანამშრომლები გარემოზე ზრუნვის ყოველწლიურ ინიცია...
30/06/2026

🌿„კრისტალი“ „გუდაურის დალაგების დღეებზე“

🌍უკვე მესამე წელია, „კრისტალის“ თანამშრომლები გარემოზე ზრუნვის ყოველწლიურ ინიციატივას – „გუდაურის დალაგების დღეებს“ უერთდებიან.

🌱წლევანდელ ღონისძიებაში ტრადიციულად, ჩვენმა თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა და კიდევ ერთხელ შეიტანეს საკუთარი წვლილი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული სივრცის დასუფთავებაში.

💪გარემოზე ზრუნვა, ეკომეგობრული მიდგომების მხარდაჭერა და კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირება მიკრობანკი „კრისტალის“ სტრატეგიისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება როგორც მსგავსი გარემოსდაცვითი აქტივობები, ისე ჩვენი შიდა კამპანია „მწვანე კრისტალი“, რომელსაც უკვე მესამე წელია ვახორციელებთ.

ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ საერთო მიზნისთვის გაერთიანებულ გუნდს შეუძლია რეალური ცვლილებების შექმნა 💚

✨მადლობა თითოეულ კრისტალელს, რომელმაც საკუთარი დრო, ენერგია და კარგი განწყობა ამ მნიშვნელოვან საქმეს დაუთმო.

🤝ჩვენ ერთად ვქმნით უფრო სუფთა, ჯანსაღ და პასუხისმგებლიან მომავალს.

#მწვანეკრისტალი
#გუდაურისდალაგებისდღეები
#გარემოზეზრუნვა


📣 ხაშურში საკრედიტო ოფიცრის ვაკანსია გვაქვსთუ გსურს პროფესიული განვითარება და სტაბილურ გარემოში მუშაობა, ეს შესაძლებლობა...
26/06/2026

📣 ხაშურში საკრედიტო ოფიცრის ვაკანსია გვაქვს
თუ გსურს პროფესიული განვითარება და სტაბილურ გარემოში მუშაობა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
რას გთავაზობთ?

✅ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
✅ მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოს
✅ კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას

💫 შემოუერთდი და გახდი გუნდის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ეხმარება ადამიანებსა და ბიზნესებს ფინანსური მიზნების მიღწევაში.
👇 გაიგე მეტი ვაკანსიის შესახებ

🎯კრისტალში შიდა აუდიტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდა✔️მაისი, შიდა აუდიტის შესახებ ცნობიერების ამაღლები...
08/06/2026

🎯კრისტალში შიდა აუდიტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ჩატარდა

✔️მაისი, შიდა აუდიტის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა!

🔹კომპანიაში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ტარდება შიდა აუდიტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომლის მიზანია თანამშრომლებისთვის შიდა აუდიტის როლისა და მნიშვნელობის უკეთ გაცნობა, ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და ორგანიზაციაში გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და კარგი მმართველობის კულტურის გაძლიერება, ასევე იმ ღირებულების წარმოჩენა, რომელსაც შიდა აუდიტი ორგანიზაციის მდგრად განვითარებასა და ეფექტიან საქმიანობაში ქმნის.

📌შიდა აუდიტი კომპანიის მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს პროცესების გაუმჯობესებას, რისკების ეფექტიან მართვასა და ორგანიზაციული მიზნების მიღწევას. სწორედ ამიტომ, კრისტალში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას და შიდა აუდიტის ფუნქციის შესახებ სწორი აღქმის ჩამოყალიბებას.

👉ვრცლად იხილეთ https://go.crystal.ge/4xfAlqQ

03/06/2026

პატარა კრისტალელები🧸🎈🤍

🌟ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა კრისტალში უკვე რამდენიმე წელია კარგ ტრადიციად იქცა და ეს დღე ჩვენთვისაც თბილი...
03/06/2026

🌟ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა კრისტალში უკვე რამდენიმე წელია კარგ ტრადიციად იქცა და ეს დღე ჩვენთვისაც თბილი მოგონებებისა და საერთო ისტორიის ნაწილიც არის

💥ამ დღისადმი მიძღვნილი აქტივობის მიზანია კომპანიის მხრიდან თანამშრომლებისა და მათი შვილების მიმართ ყურადღების, მხარდაჭერისა და კეთილი ნების გამოხატვა. პატარებისთვის განკუთვნილი სამახსოვრო საჩუქრები ყოველთვის სიხარულის მომტანია, ხოლო მშობლების სამუშაო გარემოს გაცნობა მათთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელ გამოცდილებად რჩება.

🥳ჩვენს ოფისებში წელს პატარა კრისტალელებს ვუმასპინძლეთ, რომლებმაც მშობლებთან ერთად, სასიამოვნო ემოციებით სავსე დრო გაატარეს და ეს დღე მეგობრულ გარემოში აღნიშნეს. ❤️

💕ტრადიციულად, წლევანდელ საჩუქარსაც განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - მრავალჯერადი, ევროპული ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა წყლის ბოთლი, რომელიც პლასტიკის გამოენების შემცირებასა და გარემოს დაცვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

✨საჩუქარი ასევე უკავშირდება კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას – „მწვანე კრისტალს“. ბოთლზე დატანილი გზავნილი – „მე ეკოგმირი ვარ“ – მიზნად ისახავს ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის წახალისებას და მათ მოტივირებას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ეკომეგობრული არჩევანი გააკეთონ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში მცხოვრები 12 წლამდე ასაკის 810 ბავშვის მშობელი კრისტალის თანამშრომელია.

💫 სიხარულით და მოუთმენლად დაველოდებით მომავალ წელს, რათა კიდევ ერთხელ შევხვდეთ ჩვენს პატარა მეგობრებს და გავიცნოთ ის ახალი ბავშვებიც, რომლებიც კრისტალის დიდ ოჯახს 2027-ში შემოუერთდებიან ❤️

Address

1. 1 Miles , X Pavilion, 118 Akaki Tsereteli Avenue (1. 53 Mi)
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Crystal Career • კრისტალ კარიერა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Crystal Career • კრისტალ კარიერა:

Shortcuts

Share

Category