20/03/2026
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ
ქალბატონ ნათელა თურნავას,
შპს ბიტექსჩეინჯის 0004-9404
საჯარო მიმართვა
კანონმდებლობით დადგენილ მომხმარებელთა იდენტიფიკაციის მოთხოვნას ამჟამად კრიპტო კიოსკებზე მხოლოდ ჩვენი კომპანია ასრულებს. ჩვენ რეგულაციას ვიცავთ ფინანსური ზიანის ფასად, მაშინ როდესაც ჩვენი კონკურენტი, შპს „კრიპტომატი“, დღემდე დარღვევით აგრძელებს ოპერირებას.
ამასთანავე, ბაზარზე შექმნილია კიდევ უფრო აშკარა უსამართლობა: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი კრძალავს, რომ ნასამართლევი პირი იყოს VASP-ის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ბაჩიაშვილი კვლავ ფლობს მნიშვნელოვან წილებს შპს „კრიპტომატში“ და სხვა VASP-ებში.
როდესაც კანონი ერთისთვის სავალდებულოა, ხოლო სხვებისთვის — არა, ეს აღარ არის თანაბარი რეგულირება. ეს არის შერჩევითი აღსრულება, რომელიც სჯის კეთილსინდისიერ კომპანიას და არღვევს სამართლიან კონკურენციას.
მოვითხოვთ კანონის თანაბარ, ეფექტიან და არაშერჩევით აღსრულებას ყველა შესაბამისი სუბიექტის მიმართ. ასეთ ვითარებაში კანონმორჩილი სუბიექტისთვის ოპერირების გაგრძელება უკიდურესად მძიმე და უსამართლოა
nationalbankofgeorgia საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia