22/06/2022
მოგესალმებით მეგობრებო ❤️
ამ ბოლო დროს მრავალი ვებ-საიტი, კრიპტო პროექტი და პირამიდული სქემა ვრცელდება, რომელთა უმრავლეს ნაწილთან დაკავშირებით ადამიანებს არ აქვთ ზუსტი, სწრაფი, ამომწურავი ინფორმაცია და მრავალი ადამიანი სწორედ ამ ინფორმაციული ვაკუუმის გამო კარგავს თავიანთ ფინანსურ რესურსს, მრავალსაც უმართლებს და გამოიმუშავებს თანხას.
ჩვენი გვერდის შექმნის იდეაც სწორედ ამ ინფორმაციული ვაკუუმის აღმოფხვრა და იმ ადამიანების რიცხვის შემცირებაა, ვინც სამწუხაროდ ამ პრობლემის გამო დიდ თანხას კარგავს. ჩვენი სურვილია ყველამ გავაანალიზოთ შესაძლო რისკები, რომელიც ახლავს ამა თუ იმ პროექტს და ინდივიდუალური რისკების გათვალისწინებით მივიღოთ სხვადასხვა ფინანსური გადაწყვეტილება.
ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ტესტავს სხვადასხვა საიტებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს სახლიდან გაუსვლელად გამოვიმუშაოთ თანხა, ჩვენ ვართ მზად ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ფართო საზოგადოებას და მივაწოდოთ ორგანული, სწორი ინფორმაცია მაქსიმალურად სწრაფად ყველა WISE-ს.
შეგახსენებთ, რომ WISE-ში ნანახი ყველა პროექტი შეიცავს თანხის დაკარგვის რისკს, თუმცა არის იმის მაღალი ალბათობა, რომ ახალი (ცხელ-ცხელი) პროექტების მეშვეობით მივიღოთ საკმაოდ დიდი სარგებელი.
რეკომენდაციები ❗️ ❗️ ❗️
1. არასოდეს შეხვიდეთ პროექტში ნასესხები თანხით!
2. არასოდეს გააკეთოთ ინვესტიცია იმ თანხით, რომლის დაკარგვის შემთხვევაშიც დიდ ფინანსურ ზარალში აღმოჩნდებით!
3. გააკეთეთ თანხის სწორი მენეჯმენტირება ინდივიდუალურად!
4. მიიღეთ ფინანსური გადაწყვეტილება სხვა ადამიანების რჩევებისგან დამოუკიდებლად!
გვერდის წესები ❗️ ❗️ ❗️ ❗️ ❗️
1. არა ფინანსურ რჩევებს, რომელიც ადრესატს თანხის ინვესტირებისკენ უბიძგებს!
2. გვერდზე დაუშვებელია ადამიანების დაკნინება ან რაიმე სახის დისკრიმინაცია, რომლებმაც არასწორი პროექტი აირჩიეს ინვესტირებისთვის!
3. დაუშვებელია პოსტის კომენტარებში რეფერალური ლინკების გასპამვა!
4. გვერდის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლების ფინანსურ დანაკარგებზე.
5. გვერდზე დაშვებულია მხოლოდ გატესტილი პროექტების გამოქვეყნება!
6. ვიყოთ მეგობრულები ❣️
ყველა ერთმანეთისთვის!
პ.ს. რჩევები, რეკომენდაციები, შემოთავაზებები მოგვწერეთ პირადში ან ჩვენს ოფიციალურ მეილზე.
ელ-ფოსტა- [email protected]