Today account

Today account Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Today account, Finance, ბიზნეს ცენტრი ატრიუმი , მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ვახუშტის ხიდთან, Tbilisi.
(1)

თუდეი ექაუნთ გთავაზობთ საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო მომსახურებას! ბიზნესს კონსულტირება! ფინანსური მრჩეველი! სრული იურიდიული მხარდაჭერა! სიზუსტე, ხარისხი, სანდოობა! 💎💎 ✅ გთავაზობთ თქვენს ბიზნესზე მორგებულ სრულ საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას.
✅ სრული საბუღალტრო ბაზის წარმოება.
✅ძველი და მიმდინარე საბუღალტრო ბაზების აღდგენა-მოწესრიგება, კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
✅ორის ბუღალტერია : ორის 5 და სრულიად ახალი განახლებული ორის 7 ვერსია.
✅ საგადასახადო დეკლარაციების მომზადება წარდგენა Rs.ge.
✅ ფინანსური რეპორტინგის მომზადება წარდგენა Reportal.ge.
✅ მგვ ვალდებულებები და დეკლარაციები.
✅საპენსიო დეკლარაციები.
✅სტატისტიკის დეკლარაციები.
✅ ასევე გთავაზობთ სხვადასხვა ბიზნესს მიმართულებით საგადასახდო და ბუღალტრულ კონსულტაციას.

💙🩵
25/07/2026

💙🩵

🧰 რუბრიკა ბლიც-ინტერვიუ 📝Today account 💚Tamar Tchonkadze

23/07/2026

🔊 “გადასახადები და აღრიცხვის” 2026 წლის ივლისის მეორე ნახევრის #14 ნომერში იხილავთ :

🟦 ქეთევან მესხის სტატია „დარეგულირდა პარტნიორისათვის განაცემის დაბეგვრის შეღავათი“
ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის N208 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო გადაწყვეტილება „პირის მიერ, საწარმოს წილის სანაცვლოდ აქტივების გადაცემის და საწარმოს ლიკვიდაციისას ან კაპიტალის შემცირებისას, პარტნიორზე ნატურალური ფორმით განხორციელებული განაცემის დაბეგვრის საკითხებზე. საჯარო გადაწყვეტილებით განიმარტა საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის მიზანი. განხილულია კანონმდებლობის სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც.

🟦 ჯემალ ბერიძის სტატიის „საგადასახადო სანქციები და მათი გამოყენების პირობები“ გაგრძელება.

🟦 ბესიკ კვირკველიას სტატია „აქციების აღრიცხვა“

აქცია არის სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს აქციონერის საკუთრების უფლებას კაპიტალზე და ვალდებულებას პარტნიორების, ანუ აქციო- ნერების მიმართ. აქციების შეფასება ხდება: ნომინალური, გამოცხადებული, საბალანსო, საბაზრო და რეალური ფასით. სტატიაში გაანალიზებულია აქციების აღრიცხვის ნიუნასები.

🟦 ბლიც-ინტერვიუ თამარ ჭონქაძესთან: „მთავარია ხარისხი“ _ ციფრული სამყაროს აქსიომა“ ინტერვიუში ჩვენი დიდი ხნის ხელმომწერი გვიზიარებს მოსაზრებებს ჟურნალის პრაქტიკულ მიმართულებასთან დაკავშირებით.

🟦 ოფიციალური მასალების რუბრიკაში ტრადიციულად იბეჭდება უახლესი საკანონმდებლო ცვლლებები.

🟦 როგორც ყოველთვის, “საგადასახადო პრაქტიკუმის” რუბრიკით ქვეყნდება ჩვენი ექსპერტების პასუხები ხელმომწერთა კითხვებზე.

🟦 რუბრიკით „ბიზნესის სამყაროში“ ქვეყნდება საინტერესო სტატია
„მემკვიდრეობით გენი“ თუ აღზრდის ეფექტი“

რატომ ირჩევენ ბიზნესმენთა შვილები მშობლების პროფესიას? მეწარმეთა შვილები უფრო ხშირად ხდებიან მეწარმეები, ვიდრე ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ბიზნესმენები არ არიან. მეწარმეობის ეკონომიკაში ეს კარგად დოკუმენტირებული ფაქტია, თუმცა თუმცა, ნაკლებად ნათელია ის მექანიზმი, რომელიც შვილებს უბიძგებს, მისდიონ მშობლების მიერ არჩეულ გზას. სტატიაში შეიტყობთ, თუ რა განაპირობებს შვილების არჩევანს, მშობლების მსგავსად თავადაც მეწარმეები გახდნენ. 💙🩵

2026 წლის 30 ივნისს ბათუმში, Today account მმართველი მენეჯმენტი მიწვეულ იქნა კონფერენციაზე , რომელიც  ბუღალტრული აღრიცხვ...
07/07/2026

2026 წლის 30 ივნისს ბათუმში, Today account მმართველი მენეჯმენტი მიწვეულ იქნა კონფერენციაზე , რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) მიერ გაიმართა.

თემა : 2025 წლის ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა
🩵💙
მადლობას ვუხდით საინტერესო და ნაყოფიერი კონფერენციისთვის ! 💙🩵

სიხარულით გაცნობებთ რომ ვართ წევრი B4G • Business for Growth -სმადლობა შესაძლებლობისთვის! 🩵💙
15/06/2026

სიხარულით გაცნობებთ რომ ვართ წევრი B4G • Business for Growth -სმადლობა შესაძლებლობისთვის! 🩵💙

ადამიანები ბიზნესის უკან | B4G-ის წევრები ✨

გაიცანით თამარ ჭონქაძე - Today account -ის დამფუძნებელი და მმართველი

,,უკვე 17 წელია ფინანსებისა და ბუღალტერიის სფეროში ვარ.

ჩემი საქმე მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის გზა, რომელსაც წლებია სიყვარულით მივყვები.

ბევრისთვის ბუღალტერია შესაძლოა რუტინულ და მოსაწყენ საქმედ აღიქმებოდეს, თუმცა ჩემთვის ის მუდმივი განვითარების, სიახლეებისა და პროფესიული გამოწვევების სამყაროა.

ყოველი დღე განსხვავებულია - ბიზნესების ზრდასთან, ახალ შესაძლებლობებთან და კანონმდებლობის ცვლილებებთან ერთად, მეც მუდმივად ვსწავლობ, ვიზრდები და ვვითარდები. 📈

მთავარ მოტივაციას ჩემი პროფესიისადმი სიყვარული მაძლევს, თუმცა ყველაზე დიდ კმაყოფილებას შედეგები მანიჭებს.

როდესაც ვხედავ წარმატებულ და განვითარებად ბიზნესს, კმაყოფილ მომხმარებელს და იმ ნდობას, რომელსაც ადამიანები წლების განმავლობაში მიცხადებენ, ვხვდები, რომ ჩემი შრომა რეალურ ღირებულებას ქმნის. 🤝

ამ წლების განმავლობაში ერთი რამ განსაკუთრებით კარგად გავიაზრე - ბუღალტერია მხოლოდ ციფრები არ არის. მის უკან ადამიანების შრომა, მიზნები, პასუხისმგებლობა და ბიზნესის მომავალი დგას.

როდესაც ხედავ, რომ შენი საქმიანობით ბიზნესის განვითარებასა და სტაბილურობას უწყობ ხელს, ეს საუკეთესო სტიმულია, ყოველდღიურად იგივე ენთუზიაზმით აკეთო საქმე, რომელიც ასე ძალიან გიყვარს." ✨

https://www.youtube.com/ დღეიდან 12 მაისიდან გვემატება თუდეი ექაუნთის იუთუბ არხი , გამოგვიწერეთ და გაიგეთ საინტერესო ამბ...
12/05/2026

https://www.youtube.com/
დღეიდან 12 მაისიდან გვემატება თუდეი ექაუნთის იუთუბ არხი , გამოგვიწერეთ და გაიგეთ საინტერესო ამბები პრაქტიკულ ბუღლატერიაზე და არა მარტო 👇👇

Share your videos with friends, family, and the world

თუდეი ექაუნთ გთავაზობთ სრულ საბაჟო საბროკერო მომსახურებას :📌 იმპორტის წინასწარი/არაწინასწარი დეკლარირება (განბაჟების პრო...
23/04/2026

თუდეი ექაუნთ გთავაზობთ სრულ საბაჟო საბროკერო მომსახურებას :
📌 იმპორტის წინასწარი/არაწინასწარი დეკლარირება (განბაჟების პროცედურები)
📌იმპორტის განხორციელებასთან დაკავშირებული სასაქონლო ნებართვები
📌 ექსპორტი/რეექსპორტი

დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ ჩვენი პროფესიონალები თქვენი ბიზნესის მხარდასაჭერად მზად არიან 📌 📌
📌 რეგულაციების დაცვით რომელიც ამოქმედდა 01 იანვარიდან

👉👉სრული საბაჟო საბროკერო მომსახურება, იმპორტის წინასწარი/არაწინასწარი დეკლარირება (განბაჟების პროცედურები)
📌იმპორტის განხორციელებასთან დაკავშირებული სასაქონლო ნებართვები
📌 რეგულაციების დაცვით რომელიც ამოქმედდა 01 იანვარიდან

დღეს ჩვენი ხატია ჭონქაძეს დაბადების დღეა! ყველაზე ნიჭიერი გოგოს! 🌍 თუდეი ექაუნთ გილოცავთ დაბადების დღეს! 🩵💙 უამრავ წარმა...
20/04/2026

დღეს ჩვენი ხატია ჭონქაძეს დაბადების დღეა! ყველაზე ნიჭიერი გოგოს! 🌍 თუდეი ექაუნთ გილოცავთ დაბადების დღეს! 🩵💙 უამრავ წარმატებას და დიიდ ბედნიერებას გისურვებთ! 💫🌍

🩵💙როგორია თუდეი ექუანთიში მუშაობის პრინციპი ?-კვირის დასაწყისში  გაწერილ საკითხებს კვირის ბოლომდე უპირობოდ ვასრულებთ და ...
17/04/2026

🩵💙როგორია თუდეი ექუანთიში მუშაობის პრინციპი ?
-კვირის დასაწყისში გაწერილ საკითხებს კვირის ბოლომდე უპირობოდ ვასრულებთ და
უფრო მარტივად ?
- სამუშაო დაფაზე კვირის ბოლოს მხოლოდ ეს ჩანს : We did it !!! 🩵💙

ქრისტე აღსდგა ! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 🩵💙
11/04/2026

ქრისტე აღსდგა ! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 🩵💙

"მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლების...
08/04/2026

"მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება!
მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც".

მერაბ კოსტავა. მადლობა თავისუფლებისთვის! 🇬🇪

Address

ბიზნეს ცენტრი ატრიუმი , მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ვახუშტის ხიდთან
Tbilisi
0185

Telephone

+995597703477

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Today account posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Today account:

Shortcuts

Share

Category