09/06/2026
📢 ვეძებთ საგადასახადო სპეციალისტს (Tax Specialist)
გსურთ იმუშაოთ მრავალფეროვან ბიზნესებთან, ჩაერთოთ საინტერესო საგადასახადო პროექტებში და განვითარდეთ საერთაშორისო პროფესიულ გარემოში?
Russell Bedford Georgia აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო სპეციალისტის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც დაეხმარება კლიენტებს საგადასახადო რისკების მართვაში, კანონმდებლობის სწორად ინტერპრეტაციასა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებაში.
რას გააკეთებთ?
✔ ჩაერთვებით საგადასახადო საკონსულტაციო პროექტებში
✔ გაუწევთ წერილობით და ზეპირ კონსულტაციებს კლიენტებს
✔ მოახდენთ საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებას და მოამზადებთ რეკომენდაციებს
✔ მოამზადებთ საგადასახადო მემორანდუმებს და ანგარიშებს
✔ გექნებათ ყოველდღიური კომუნიკაცია კლიენტებთან
ვის ვეძებთ?
თქვენი გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესო იქნება, თუ:
✔ გაქვთ საგადასახადო მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
✔ კარგად იცნობთ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობას
✔ გაქვთ ანალიტიკური აზროვნება და შეგიძლიათ პრობლემების გადაწყვეტა
✔ ფლობთ Excel-ს სამუშაო დონეზე
✔ ფლობთ ინგლისურ ენას სამუშაო დონეზე
✔ გიყვართ პროფესიული განვითარება და პასუხისმგებლობით ეკიდებით საქმეს
რას გთავაზობთ?
📚 ტრენინგებსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას
📈 კარიერული ზრდის შესაძლებლობას
🤝 პროფესიონალურ და მხარდამჭერ გარემოს
💰 ანაზღაურება: 2500 ლარიდან, კვალიფიკაციის შესაბამისად
📍 ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, ანტონოვსკაიას ქ. 9
🕘 სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
📩 გამოგზავნეთ CV: [email protected]
Subject: Tax Specialist
თუ გსურთ კარიერის განვითარება საგადასახადო კონსულტაციის სფეროში და საერთაშორისო სტანდარტების გარემოში მუშაობა - გელოდებით ჩვენს გუნდში!