Geo|Eng👇
5 წლიან USAID პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია -UNA Georgia, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ნინოწმინდაში პროგრამის პარტნიორია ქალთა ორგანიზაცია„ფაროსი“
პროგრამის ფარგლებში მოქმედებს 16 ახალგაზრდული ცენტრის ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ქალაქში და სოფლად მცხოვრები დ
აახლოებით 6,000 ახალგაზრდა ყოველწლიურად იღებს განათლებას და ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმში.
ახალგაზრდულ ცენტრებში გაწევრიანების მსურველები დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებში და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას.
პროგრამა მიზნად ისახავს იმ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დაბრკოლებების გადალახვას, რომლებიც საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. პროგრამის ამოცანაა, რომ აღნიშნულ გამოწვევების მოგვარების პროცესი წარიმართოს სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობითა და ფართო საზოგადოების მონაწილეობით.
განმახორციელებელი ორგანიზაციის - საქართველოს გაეროს ასოციაციის შესახებ:
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA-Georgia, www.una.ge, www.civil.ge) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1995 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშესაწყობად. პროგრამის განხორციელებაში ჩართულია 25 ადგილობრივი ორგანიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით.
----
A 5-year USAID Unity Through Diversity Program is implemented by the United Association of Georgia – UNA Georgia with financial support of the United States Agency for International Development (USAID). In Ninotsminda the Program’s main partner is organization "Paros"
Within the framework of the Program operates a network of 16 youth centers across the country, where each year about 6000 individuals from towns and villages receive education and take part in civic activism. The USAID Unity Through Diversity Program works to overcome the political, social, and economic barriers that hinder the integration of religious and ethnic minorities in Georgia. The Program will co-address these barriers by functioning as a focal point for cross-sectoral partnerships and with the involvement of a wider public. About the implementing organization UNA-Georgia:
The UNA-Georgia (www.una.ge, www.civil.ge) is a local non-governmental organization that has been working in Georgia since 1995 to promote human rights, tolerance, freedom and democratic principles. Additional 25 local organizations throughout Georgia are involved in the implementation of the Program.