ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality https://www.khelvachauri.gov.ge/ The area of the municipality is 367.11 km sq; population - 62 828.

Khelvachauri is a small town in Adjara, an autonomous republic in southwest Georgia, 8 km southeast to the regional capital Batumi. The towns of Khelvachauri and 75 villages form Khelvachauri Municipality (region) bordered by the Black Sea to the west and Turkey to the south. The ancient Gonio-Apsarosi fortress is a main historical site in the region.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუ...
02/06/2026

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების პროექტების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა აჭარის რეგიონში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციის სახით გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების პროექტები წარადგინეს. მერებმა დეტალურად ისაუბრეს მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, ძირითად მიზნებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

სტრატეგიები ორიენტირებულია კომპლექსური და თანმიმდევრული განვითარების უზრუნველყოფაზე და მოიცავს როგორც ეკონომიკის გაძლიერებასა და დივერსიფიკაციას, ისე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხარისხის ამაღლებას, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვას, აგრეთვე სატრანსპორტო და მუნიციპალური სერვისების ხარისხის ზრდას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტებისათვის გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობას, აგრეთვე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც წარმოადგენს წინაპირობას დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განხორციელებისთვის.

მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საზეიმო და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. 🎈🎊...
01/06/2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საზეიმო და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. 🎈

🎊 1 ივნისს, ნაძვნარის სკვერში გამართული ღონისძიებები 11:30 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში პატარებსა და მათ ოჯახებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობდა.

👫 ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საბავშვო სტუდია „ჰარმონიას“ კონცერტი, ჩატარდა სპორტულ-გასართობი თამაში „მხიარული სტარტები“, მოეწყო თოჯინების თეატრის სპექტაკლის ჩვენება, ღონისძიების საკონცერტო პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მრავალფეროვანი ნომრებით დასრულდა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.🎵

🎊 დღის განმავლობაში პატარებისთვის მოეწყო მხიარული გათამაშებები, სახეზე ხატვა და სხვა გასართობი სივრცეები. ღონისძიების მონაწილეებს უფასოდ დაურიგდათ ნაყინი.

🎊 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მზეიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები პატარები ესწრებოდნენ.

#1ივნისი🎈
#ბავშვთადაცვისსაერთაშორისოდღე🎀

01/06/2026

1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ღონისძიებები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ას...
01/06/2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ასევე მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სხვადასხვა მიმართულებით არსებული სამუშაო პროცესები, სოფლებში არსებული მდგომარეობა, სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა მერს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობის საჭიროებების შესახებ, სოფლებში არსებული პრიორიტეტული საკითხებისა და მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრის დასასრულს მერმა კონკრეტული დავალებები გასცა სამუშაოების დროულად შესრულების მიზნით.

01/06/2026
ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თამაზ ირემაძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშო...
30/05/2026

ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თამაზ ირემაძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა.

ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის ,,კულტურა მთაში” ფარგლებში ჩატარდა. პროექტი 2026 წელს დაიწყო და აერთიანებს სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ღონისძიებებს. პროექტის მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და კულტურული პოტენციალის გაზრდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი “ათძალი” ხულოს, შუახევისა და ქედის ფოლკლორული ანსამბლები.

Address

23 Didachara Street
Batumi
6400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995422259400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality:

Share