08/07/2026
ძვირფასო სტუმრებო,
გაცნობებთ, რომ 7 ივლისს ჩვენი რესტორნის კვამლგამტარ მილში დაფიქსირდა აალება.
უსაფრთხოების სამსახურისა და მეხანძრე-მაშველების ოპერატიული და პროფესიონალური რეაგირების შედეგად, შემთხვევა უმოკლეს დროში სრულად იქნა ლიკვიდირებული.გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს მაღალი პროფესიონალიზმისთვის.
ინციდენტის დროს ჩვენი სახანძრო უსაფრთხოების სისტემა გამართულად ამოქმედდა,რის შედეგადაც სტუმრების ევაკუაცია უსაფრთხოდ,მშვიდად და ორგანიზებულად განხორციელდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გულწრფელად ვწუხვართ იმ უხერხულობისა და მღელვარებისთვის,რომელიც აღნიშნულმა შემთხვევამ ჩვენს სტუმრებს შეუქმნა და ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.
გაცნობებთ, რომ ამ დროისთვის შესაბამისი სპეციალისტების მიერ ჩატარებულია ყველა აუცილებელი ტექნიკური შემოწმება და უსაფრთხოების ღონისძიება.დადასტურებულია, რომ რესტორანი სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
ჩვენთვის სტუმრების უსაფრთხოება ყოველთვის უმთავრესი პრიორიტეტია.სწორედ ამიტომ, მომავალშიც გავაგრძელებთ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვას,რათა თითოეულ სტუმარს მშვიდი,უსაფრთხო და კომფორტული გარემო შევთავაზოთ.
მადლობას გიხდით ნდობისა და მხარდაჭერისთვის.მოხარული ვიქნებით კვლავ გიმასპინძლოთ რესტორან „ასკანელი ტერასაში“.