11/11/2024
GEO|ENG 👇
🌐 თუ დაინტერესებული ხარ საერთაშორისო ურთიერთობებით და გინდა მოირგო სხვადასხვა ქვეყნის დელეგატის როლი, დახვეწო მოლაპარაკების, კომუნიკაციებისა და დებატების უნარები, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა 👇
🎯 უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, USAID-ის მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით არსებულ 15 ახალგაზრდული ცენტრის წევრებს აძლევს შესაძლებლობას, გაიარონ ტრენინგები და ჩაერთონ გაეროს მოდელირების პროცესში.
🇺🇳 გაეროს მოდელირება არის აკადემიური როლური თამაში, რომელიც დიპლომატიითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, განავითარონ ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარები.
📣 თუ ხარ 14-29 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქალაქში, მაშინ შენ გაქვს შესაძლებლობა, ჩაერთო გაეროს მოდელირების ტრენინგებში, მოემზადო და მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ მოდელირებასა და ეროვნულ კონფერენციაში:
🌐 თბილისი, გორი, თელავი, ახმეტა, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი.
🔗 რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 ნოემბრის ჩათვლით. დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა https://form.jotform.com/243043672762457
🤝USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#ერთიანობამრავალფეროვნებაშია
Please click the link to complete this form.