Club of Traders

Club of Traders კლუბის მიზანია მეტი ინფორმცია მიაწოდ

ფინანსური სარგებელის ნახვა ბიტკოინის გაუფასურების დროსაც შეიძლება 💲
20/12/2021

ფინანსური სარგებელის ნახვა ბიტკოინის გაუფასურების დროსაც შეიძლება 💲

სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი გადახდის კანონიერ საშუალებად აღიარა. ოთხშაბათს ქვეყნის სენატმა დაამტკ...
10/06/2021

სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი გადახდის კანონიერ საშუალებად აღიარა. ოთხშაბათს ქვეყნის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი რომელიც კრიპტოვალუტის კანონიერ გადახდის საშუალებად აღიარებას ითვალისწინებს. სალვადორის პრეზიდენტის ნაიბა ბუკელეს განცხადებით აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს ქვეყნის წვდომას ფინანსურ რესურსებზე, მოიზიდავს ინვესტიციებს ტურიზმის, ინოვაციური ტექნოლოგიების და ეკონომიკის სხვა დაგებისათვის. ცნობისათვის სალვადორს არ აქვს საკუთარი ეროვნული ვალუტა და ქვეყანაში გადახდის საშუალებად ამერიკული დოლარი გვევლინება.
ამ ინფორმაციას სიხარულით შეხვდნენ კრიპტოვალუტების მხარდამჭერები მთელი მსოფლიოში. ბიტკოინი, რომლის ფასიც 19 მაისს თითქმის 29 500$-მდე დაეცა და ფაქტიურად 2021 წლის 22 იანვრის მინიმუმი გატესტა, ამ ინფორმაციის შემდეგ ძალებს იკრებს და დღეის მდგომარეობით 1 ბიტკოინის ფასმა 38 000$-ს გადააჭარბა.

მაისის თვიდან მოყოლებული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. ივნისის თვეში მიმდინარეობს 3.0504 ნიშნულის...
07/06/2021

მაისის თვიდან მოყოლებული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. ივნისის თვეში მიმდინარეობს 3.0504 ნიშნულის ტესტირება, რაც 2020 წლის ივნისის მინიმალურ დახურვის ფასს წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუკი ეროვნული ვალუტა აღნიშნული დონის გადალახვას ვერ შეძლებს მოსალოდნელია მორიგი გაუფასურების ტალღის დაწყება, რომელიც 2020 წლის მარტის თვის მაქსიმუმის 3.5471 ნიშნულის განახლებისკენ იქნება მიმართული.

ციფრული ევრო  ბოლო წლების განმავლობაში ევროს, როგორც საერთაშორისო სარეზერვო ვალუტის, როლი მუდმივად იკლებს. ევროპამ მიზნა...
02/06/2021

ციფრული ევრო

ბოლო წლების განმავლობაში ევროს, როგორც საერთაშორისო სარეზერვო ვალუტის, როლი მუდმივად იკლებს. ევროპამ მიზნად დაისახა მათი ერთიანი ვალუტა უფრო მიმზიდველი გახადოს მსოფლიოსათვის და ამის ერთერთ გზად ციფრული ევროს დაბადებას მიიჩნევენ. ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადებით ციფრულ ევროს შეუძლია ინტერესი გაზარდოს ევროს მიმართ როგორც გადახდის საშუალების კუთხით, ასევე დაგროვების საშუალების მხრივაც. უსაფრთხოება, მომსახურების დაბალი ტარიფები და ხელმისაწვდომობა იმ პრიორიტეტებში სახელდება რამაც ციფრულ ევროზე ინტერესი უნდა გააჩინოს. თუმცა აქვე აღნიშნულია უარყოფითი მხარეებიც და მაგალითისთვის ფულის გათეთრების საფრთხეები სახელდება. მსგავსი ტიპის პრობლემის მოგვარების კუთხით სხვადასხვა ბერკეტების ამოქმედება განიხილება, მათ შორის თითოეული ინდივიდისთვის ციფრული ვალუტის ფლობის მაქსიმალური ლიმიტების დაწესება და ოპერაციების მეტი გამჭირვალობა.
გასულ წელს მსოფლიოს სავალუტო რეზერვების საერთო მოცულობაში ევროს წილი თითქმის 22%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც აშშ დოლარის წილი 59% იყო.
მიუხედავად თემის წინ წამოწევისა ევროპის ცენტრალურ ბანკს ციფრული ევროს გამოშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ამ პროექტის განხორციელება უახლოეს 3-4 წელიწადში ნაკლებად სავარაუდოა.

⤴️ ორშაბათს ოქროს ფასი გაიზარდა. დოლარის დასუსტებამ და სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ ოქროზე მ...
31/05/2021

⤴️ ორშაბათს ოქროს ფასი გაიზარდა. დოლარის დასუსტებამ და სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ ოქროზე მოთხოვნა გაზარდა. აშშ-ს 10 წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 1,593%-მდე დაეცა და დოლარიც ტრადიციისამებრ ოქროს მოძრაობის უკუპროპორციულ სურათს გვაჩვენებს.
ყვითელი მეტალის ფასის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლებია, რომელიც მსოფლიოში ოქროს ნომერ პირველი მომხმარებელი ქვეყანაა.
მსოფლიოში ძვირფასი მეტალების მოხმარების კუთხით მეორე ადგილზე მყოფ ინდოეთში ოქროზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც ქვეყანაში, კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების გამო, საიუველირო მაღაზიების დახურვის შედეგია.
ოქროს ინვესტორები 2000$-იან ნიშნულს უმიზნებენ და მათი უმრავლესობა არც ამ ნიშნულის გარღვევის შემდეგ აპირებს გაჩერებას. დღეის მდგომარეობით ერთი უნცია ოქროს ფასმა 1900$-ს გადააჭარბა.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪დღეს ოფისი არ იმუშავებს, გთხოვთ მოგვმართოთ ხვალიდან ან მოგვწეროთ პირად...
26/05/2021

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
დღეს ოფისი არ იმუშავებს, გთხოვთ მოგვმართოთ ხვალიდან ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტებით ვაჭრობაზე ახალი შეზღუდვები დააწესა, რამაც ციფრული ვალუტების ფასის მკვერთი ვარ...
19/05/2021

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტებით ვაჭრობაზე ახალი შეზღუდვები დააწესა, რამაც ციფრული ვალუტების ფასის მკვერთი ვარდნა გამოიწვია. ჩინეთის ფინანსურმა ასოციაციამ მის წევრებს წარუდგინა ახალი დირექტივები, რათა შეზღუდონ კრიპტოვალუტების ოპერაციების მომსახურება, მათ შორის ბირჟებზე წვდომა და ანგარიშსწორება. ასევე მკაცრად გაკონტროლდება ყველა ფინანსური ოპერაცია, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს ციფრულ ვალუტებთან. აღნიშნულმა ინფორმაციამ კრიპტოვალუტების კრახი გამოიწვია, ბიტკოინის ფასი 39000$-იან ნიშნულზე დაბლა დაეცა, ასევე დღის განმავლობაში 15%-ზე მეტით გაუფასურდა ეთერეუმი.

11/05/2021

გაცნობებთ, რომ ხვალ, 12 მაისს, ოფისი არ იმუშავებს.
პარიტეტი გილოცავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს

ევროპის უმსხვილესი ავტომწარმოებლის, Volkswagen-ის, გაყიდვების მაჩვენებლი გაიზარდა. 2021 წლის სამი თვის მონაცემებით გაზრდ...
06/05/2021

ევროპის უმსხვილესი ავტომწარმოებლის, Volkswagen-ის, გაყიდვების მაჩვენებლი გაიზარდა. 2021 წლის სამი თვის მონაცემებით გაზრდილია მოთხოვნა ძვირადღირებულ ავტომობილებზე. პირველ კვარტალში, Porsche-ს და Audi-ს ბრენდის ქვეშ წარმოებული ავტომობილების გაყიდვები 3-ჯერ გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთანავე, ელექტრომობილების გაყიდვები თითქმის ორჯერ გაიზარდა და 133 300 ავტომობილს მიაღწია.
ინვესტორებისთვის სასიამოვნო სიახლე იყო ელექტრომობილების წარმოების კუთხით გაჟღერებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად მსოფლიოს სიდიდით მეორე ავტომწარმოებელი ჯგუფი ევროპის მასშტაბით ელექტროაკუმულატორების ექვსი საწარმოს აშენებას გემავს და ელექტრომობილების ბაზარზე კიდევ უფრო გააქტიურებას ისახავს მიზნად.
კომპანიის საოპერაციო მოგებამ პირველ კვარტალში 4,8 მილიარდი ევრო (5,8 მილიარდი დოლარი) შეადგინა. სავაჭრო სესიის დასაწყისში Volkswagen ჯგუფის აქციების ფასმა 1.2%-იანი ზრდა დააფიქსირა.

30/04/2021

მოგესალმებით
გაცნობებთ, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ოფისი არ იმუშავებს 30 აპრილს და 3 მაისს.
პარიტეტი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

ევროპის საფეხბურთო სუპერ ლიგა მითი აღარ არის და ოფიციალურად შეიქმნა. მასში ინგლისის, ესპანეთის, იტალიის საფეხბურთო გრანდ...
19/04/2021

ევროპის საფეხბურთო სუპერ ლიგა მითი აღარ არის და ოფიციალურად შეიქმნა. მასში ინგლისის, ესპანეთის, იტალიის საფეხბურთო გრანდები მიიღებენ მონაწილეობას(არსენალი, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, ჩელსი, ლივერპული, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, მილანი, იუვენტუსი, ინტერი). ტურნირი კოლოსალური ფინანსური რესურსების მობილიზებას აანონსებს და გავრცელებული ინფორმაციით თითოეული მონაწილე გუნდი ტურნირის საწყის ეტაპზე 350 მილიონ ევროს მიიღებს. აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოებში, FIFA-სა და UEFA-ში, გავრცელდა ინფორმაციები სუპერლიგის კლუბების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების და დისკვალიფიკაციის შესახებ.
გაინტერესებთ რა კავშირშია ეს ყოველივე ფინანსურ ბაზრებთან? მაგალითისათვის, იტალიური გრანდის „იუვენტუსის“ აქციების ფასი თუკი პარასკევს, 16 აპრილს, 0.7740$-შეადგენდა, დღევანდელ მიმდინარე სავაჭრო სესიაზე მაქსიმალური ფასი 0.8925$-ი დაფიქსირდა.

NASDAQ - ის საფონდო ბირჟაზე კომპანია Coinbase Global Inc წარმატებული დებიუტი შედგა. კრიპტოვალუტების უმსხვილესი საბირჟო კ...
15/04/2021

NASDAQ - ის საფონდო ბირჟაზე კომპანია Coinbase Global Inc წარმატებული დებიუტი შედგა. კრიპტოვალუტების უმსხვილესი საბირჟო კომპანიის აქციებმა ინვესტორების დიდი ინეტერესი გამოიწვია. წარმატებული დებიუტი შესაძლოა ახალი ერის დასაწყისი იყოს ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტებისათვის, რომელთა ღირებულების მზარდი დინამიკა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ინტერესებს იბყრობს.
კომპანია Coinbase-ი 2012 წელს შეიქმნა და დღეისათვის მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი კრიპტობირჟაა. 100-ზე მეტ ქვეყანაში 56 მილიონზე მეტი რეგისტირებული მომხმარებლი, 7000 ორგანიზაცია, 115000 პარტნიორი ახორციელებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ საინვესტიციო, თუ სხვადასხვა სახის ოპერაციებს კომპანია Coinbase-ის სერვისებით.

Address

London

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Club of Traders posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share