23/08/2024
როგორ შეგვიძლია შევქმნათ ღირებულება თქვენთვის, როცა თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევას გთავაზობთ?
ექსპერტიზა 👉 სადაზღვევო ბაზრის სიღრმისეული ცოდნა საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ვარიანტს შორის თქვენზე მორგებული პირობების შერჩევაში დაგეხმაროთ.
ეფექტური გადაწყვეტილებები 👉 ვაანალიზებთ და ვადარებთ მრავალ სადაზღვევო პაკეტს, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სადაზღვევო კომპანიებთან მაღალი კონკურენციის პირობებში დაფარვის კომპრომისის გარეშე.
თქვენს საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პაკეტი 👉 ჩვენ ზუსტად ვიცით რისი გაკეთებაა შესაძლებელი, ვინაიდან შეგვიქმნია არაერთი წარმატებული პრეცედენტი. ვაწამორებთ მოლაპარაკებებს სადაზღვევო კომპანიასთან, რათა მიიღოთ სპეციალურად თქვენზე მორგებული პაკეტი.
სამედიცინო მომსახურების ხარისხობრივი ცოდნა 👉 გვესმის სამედიცინო სერვისების ლანდშაფტი და ნიუანსები. მაშინაც კი, როცა ერთი შეხედვით მარტივ სამედიცინო მომსახურებაზეა საუბარი, შეგვიძლია შეგარჩევინოთ ჯანმრთელობის დაზღვევის ის პაკეტი, რომელიც მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებებს მოიცავს.
ადმინისტრაციული მხარდაჭერა 👉 ჩვენ ვუზრუნველყოფთ სადაზღვევო პოლისების სრულ ადმინისტრაციულ მართვას, რაც თქვენს დროსა და ენერგიას დაზოგავს, რათა თავისუფლად იმოძრაოთ ბიზნესის მიზნებისკენ.
მუდმივი მხარდაჭერა 👉 ვუზრუნველყოფთ დაზღვევის გამოყენების პროცესის მართვას სადაზღვევო პაკეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, დაგეხმარებით პრობლემური ანაზღაურებისა და ზარალების მართვაში, მოვახდენთ თანამშრომლების მაქსიმალურ ინფორმირებას დაზღვევის გამოყენების წესებსა და მნიშვნელოვან დეტალებზე.