Universal Service Space inc.

Universal Service Space inc. USSI ემსახურება ინდივიდუალური მიგრანტებისა და მიგრანტების ბიზნესის ინტეგრირებასა და განვითარებას.

🇺🇸 აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული საემიგრაციო ვიზების შეზღ...
08/22/2026

🇺🇸 აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული საემიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა.

2026 წლის 21 აგვისტოს ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ უკანონოდ ცნო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა, რომლის საფუძველზეც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საემიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებული იყო.

⚖️ რა გადაწყვიტა სასამართლომ?

სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება, მოქალაქეობის საფუძველზე მთლიანად შეეჩერებინა საემიგრაციო ვიზების გაცემა და აღნიშნული პოლიტიკა „აშკარად უკანონოდ“ (patently unlawful) შეაფასა.

გადაწყვეტილებით:

• გაუქმდა 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაწესებული საერთო შეზღუდვა;

• გაუქმდა ის უარებიც, რომლებიც მხოლოდ ამ პოლიტიკის საფუძველზე იყო მიღებული;

• საემიგრაციო ვიზების საქმეები კვლავ ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

🇬🇪 რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის?

საქართველოს მოქალაქეობა თავისთავად აღარ შეიძლება გახდეს ამ პოლიტიკის საფუძველზე საემიგრაციო ვიზის ავტომატური შეჩერების ან უარის მიზეზი.

ეს ეხება როგორც ოჯახის გაერთიანების, ისე დასაქმების საფუძველზე საემიგრაციო ვიზებს.

❗️გადაწყვეტილება არ ნიშნავს ვიზის ავტომატურ გაცემას - საკონსულო კვლავ ინდივიდუალურად შეაფასებს თითოეული განმცხადებლის შესაბამისობას აშშ-ის საემიგრაციო კანონმდებლობასთან, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, „საზოგადოებრივ ტვირთად“ (public charge) ქცევის კრიტერიუმებს.

📌 მთავარი: თუ ვიზაზე უარი მხოლოდ იმიტომ იყო მიღებული, რომ განმცხადებელი ამ 75 ქვეყნიდან ერთ-ერთის, მათ შორის საქართველოს მოქალაქე იყო, სასამართლომ ასეთი უარები გააუქმა.

არ გახვიდეთ ამერიკიდან „აშშ-დან დროებით გასვლისა და დაბრუნების წინასწარი ნებართვით“ (Advance parole).
08/14/2026

არ გახვიდეთ ამერიკიდან „აშშ-დან დროებით გასვლისა და დაბრუნების წინასწარი ნებართვით“ (Advance parole).

06/15/2026

Test Prep Academy-ის სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონია 2026

2026 წლის 6 ივნისს გაიმართა Test Prep Academy-ის სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონია, რომელიც აკადემიის მოსწავლეების მიღწევე...
06/15/2026

2026 წლის 6 ივნისს გაიმართა Test Prep Academy-ის სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონია, რომელიც აკადემიის მოსწავლეების მიღწევების, შრომის, პროგრესისა და წარმატებების აღნიშვნას მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული მიღწევების მქონე სტუდენტები დაჯილდოვდნენ მაღალი აკადემიური შედეგების, ლიდერული უნარებისა და სასწავლო პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.
ცერემონიას, მოსწავლეებისა და მათი მშობლების გარდა, ესწრებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც აკადემიასა და მის სტუდენტებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო USSi აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელმაც აკადემიას სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო გადასცა.
Test Prep Academy არის ონლაინ სასწავლო ცენტრი, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის, პერსონალიზებული და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. აკადემია ემსახურება დაწყებითი (K–5), საშუალო (6–8) და უფროსი (9–12) საფეხურის მოსწავლეებს, ასევე სთავაზობს მათ მომზადებას AP (Advanced Placement) გამოცდებისთვის. სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია აკადემიური ცოდნის გაღრმავებაზე, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მოსწავლეების მომზადებაზე უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებული სწავლისათვის.
______________

On June 6, 2026, Test Prep Academy held its Student Recognition Ceremony, dedicated to celebrating the achievements, hard work, progress, and success of its students. During the event, students with outstanding accomplishments were recognized and awarded for their academic performance, leadership skills, and active participation in the learning process.
In addition to students and their families, representatives of various organizations attended the ceremony and congratulated the academy and its students on the successful completion of the academic year. Among the invited guests was CEO of USSi Zviad Devdariani, who presented the academy with a certificate of recognition and a monetary award.
Test Prep Academy is an online educational institution dedicated to providing students with high-quality, personalized, and accessible academic support. The academy serves students at the Primary School (K–5), Middle School (6–8), and High School (9–12) levels and also offers preparation courses for Advanced Placement (AP) examinations. Its programs are designed to strengthen academic knowledge, develop critical thinking skills, and help students prepare for success in higher education and beyond.

Test Prep Academy Georgian-American Business Association GABA Diaspora house

ფოტოები გადაღებულია Ekaterine Esebua მიერ.

2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ...
03/20/2026

2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.
გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ეს დეპოზიტი.
განმცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდები დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ დეპოზიტი მანამ, სანამ ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის გაცემა შეუძლებელი იქნება დეპოზიტის გადახდამდე. ეს მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს:
https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/

Starting April 2, 2026, citizens of Georgia who meet the requirements for a B1/B2 visa will be required to pay a deposit of up to $15,000 USD.
During the interview, the consular officer will inform the applicant whether they meet the visa requirements and will provide instructions on how to pay the deposit.
Applicants must not use third-party websites to pay the deposit and must not make any payment until instructed to do so by a consular officer.
A B1/B2 visa will not be issued to Georgian citizens until the deposit has been paid. This requirement applies regardless of the location where the application is submitted.

For additional information, please refer to the Frequently Asked Questions (FAQ) page.
https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/

https://www.facebook.com/share/p/1D2CqhoXMk/?mibextid=wwXIfr
11/18/2025

https://www.facebook.com/share/p/1D2CqhoXMk/?mibextid=wwXIfr

ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაციის განცხადება

17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაანონსებულ გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება, დიდი შეშფოთება გამოიწვია ჩვენს წევრებში-ემიგრანტ ბიზნესმენებს შორის. ჩვენი ასოციაციის წევრები წლებია ქმნიან წარმატებულ ბიზნესებს ამერიკაში, მაგრამ პარალელურად ინარჩუნებენ მტკიცე კავშირს სამშობლოსთან, აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევანის უფლების შენარჩუნება ისე, რომ მონაწილეობის ფორმა არჩევნებში ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის. ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადაიხედოს და ძალაში დარჩება ის პროცედურა, რომელიც ემიგრანტ საზოგადოებას საშუალებას აძლევს სრულფასოვნად გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციით გარანტირებული საკანონმდებლო და მოქალაქეობრივი უფლება. ჩვენი მკვეთრი პოზიციაა, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს-სადაც არ უნდა ცხოვრობდეს-ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა ქვეყნის მომავალში მონაწილეობის მისაღებად და ეს უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.

Georgian-American Business Association Position

The recent decision to discontinue the opening of polling stations for Georgian citizens residing abroad has caused deep concern among our members—business leaders within the Georgian diaspora.

For years, the members of our association have built successful businesses in the United States while maintaining strong ties to their homeland and actively contributing to Georgia’s economic and societal development. Therefore, they need to retain their right to vote through accessible and practical means.

The Georgian-American Business Association demands that this decision be reconsidered and that the existing procedure, which allows emigrant communities to fully exercise their constitutional and civic rights, remain in place.

It is our demand that every citizen of Georgia—regardless of where they reside—has equal opportunity to participate in shaping the future of the country.- and this right is secured by the Constitution of Georgia.

ნიუ-იორკი მერის შეხვედრა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან2025 წლის 22 ოქტომბერს, ნიუ-იორკი მერმა ერიკ ადამსმა უმასპ...
10/24/2025

ნიუ-იორკი მერის შეხვედრა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან

2025 წლის 22 ოქტომბერს, ნიუ-იორკი მერმა ერიკ ადამსმა უმასპინძლა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს. შეხვედრა თანაორგანიზებული იყო ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაციის (GABA) მიერ და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქართველი ემიგრანტები, მათ შორის USSi აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი. ნიუ-იორკის მერიის მხრიდან კი, შეხვედრაზე იყვნენ წარმოდგენილები საზოგადოებასთან ურთიერთობის და ყველა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა. ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა მერიის წინაშე დასვეს ის საკითხები, რაც ემიგრაციისთვისაა აქტუალური. მერიის წარმომადგენლებმა კი ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ეს იყო პირველი მსგავსი ფორმატის შეხვედრა და მოხდა შეთანხმება, რომ ინფორმაციის გაზიარება და გაცვლა შემდგომშიდაც გაგრძელდება.

New York Mayor Meets with Georgian Community Representatives

On October 22, 2025, New York Mayor Eric Adams hosted representatives of the Georgian community. The meeting was co-organized by the Georgian American Business Association (GABA) and was attended by Georgian immigrants from various fields, including USSi Executive Director Zviad Devdariani. On the part of the New York City Hall, heads of public relations and all relevant departments attended the meeting.
The purpose of the meeting was to exchange information. Representatives of the Georgian community raised immigration-related issues with City Hall. City Hall representatives provided information about ongoing and planned projects.
This was the first meeting of this format, and it was agreed that the sharing and exchange of information would continue in the future.

ნიუ-იორკის მერ ერიკ ადამსთან შეხვედრისა და დისკუსიის კარგი შესაძლებლობა. 🇬🇪🇺🇸A great opportunity to meet and discuss wit...
10/23/2025

ნიუ-იორკის მერ ერიკ ადამსთან შეხვედრისა და დისკუსიის კარგი შესაძლებლობა. 🇬🇪🇺🇸

A great opportunity to meet and discuss with New York Mayor Eric Adams. 🇬🇪🇺🇸

https://www.facebook.com/share/p/16u9FvwN6Y/

ქართველები ამერიკაშიწარმატებული ქართველების გალა-დაჯილდოვება - 20252025 წლის 11 ოქტომბერს წარმატებული ქართველების დაჯილდ...
10/16/2025

ქართველები ამერიკაში
წარმატებული ქართველების გალა-დაჯილდოვება - 2025

2025 წლის 11 ოქტომბერს წარმატებული ქართველების დაჯილდოვების ყოველწლიური საღამო გაიმართა. ამ ღონისძიებას წელს 15 წელი შეუსრულდა. ღონისძიებაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც თავიანთ სფეროში აღიარების გამო დაიმსახურეს ეს ჯილდო.
საღამოს უძღვებოდა ღონისძიების იდეის ავტორი და უცვლელი ორგანიზატორი, ქალბატონი თამრიკო დავითაშვილი, რომელიც წლებია უკვე ემსახურება ქართული ემიგრაციის წამოჩენასა და წარმატებული ქართველების პოპულარიზებას.
ღონისძიებაზე მიწვეული იყო USSi-ის აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი.

Georgians in USA
Gala-Award Ceremony of Successful Georgians - 2025

On October 11, 2025, the Gala-Award Ceremony of Successful Georgians was held. This event turned 15 this year. Georgians working in various fields participated in the event, who deserved this award due to their recognition in their field.
The evening was hosted by the author of the idea and the constant organizer of the event, Ms. Tamriko Davitashvili, who has been serving to promote Georgian emigration and popularize successful Georgians for years.
USSi Executive Director Zviad Devdariani was invited to the event.

Address

3015, Brighton 6th Street, 11A
New York, NY
11235

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Universal Service Space inc. posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Universal Service Space inc.:

Shortcuts

Share