Apple Georgia

Apple Georgia Apple-ს ოფიციალური გვერდი საქართველოში.
?

ეფლი (Apple), ბრენდის ისტორია

კომპანია ეფლი (Apple) დაარსდა 1976 წლის 1 აპრილს კალიფორნიაში მისი დამფუძნებლები სტივ ჯობსი (Steve Jobs) და სტივ ვოზნიაკი (Stephen Gary Woźniak), ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. დროთა განმავლობაში კომპანია ეფლის შეუერთდა მესამე წევრი – რონ ვეინი. 1970 – იან წლებში რონ ვეინი იყო კომპანია ატარის (Atari) ერთ–ერთი წამყვანი ინჟინერი.

პირველი პროექტი, რომელიც გა

ნახორციელეს ჯობსმა და ვოზნიაკმა იყო მოწყობილობა BlueBox. ეს იყო ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ტელეფონის ქსელში აგზავნიდა იმპულსებს და მწყობრიდან გამოყავდა სატელეფონო სადგური. ამ მოწყობილობით შესაძლებელი იყო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უფასოდ დარეკვა. მათ შეძლეს 200 –ზე მეტი Bluebox –ის შექმნა და გაყიდვა.

1976 წელს გამოვიდა ეფლის პირველი კომპიუტერი Apple Computer I. პრეზენტაცია გაიმართა კომპიუტერულ კლუბში Homebrew Computer Club, რითაც ახალგაზრდა კომპანიამ მიიქცია მსოფლიოში პირველი კომპიუტერული მაღაზიის Byte Shop – ის ყურადღება . ამ მოვლენის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა და ამიტომ საჭირო გახდა ინვესტიციების მოძიება კომპანიისთვის. სულ მალე სტივ ჯობსის აქტიურობით ეფლიმ მიიღო პირველი ინვესტორი – მილიონერი არმას კლიფ მარკკულუ, რომელმაც საკუთარი 90 000 დოლარის და ამერიკის ბანკის (Bank of America) 250 000 დოლარის კრედიტის ინვესტირება მოახდინა კომპანიაში. შედეგად 1977 წლის 3 იანვარს ფირმა ეფლი (Apple Computer) გახდა სააქციო საზოგადოება.

1977 წელს ეფლის პრეზიდენტი გახდა მაიკლ სკოტი. ამ პერიოდში მოხდა განსაკუთრებული გარღვევა კომპიუტერულ ბაზარზე. კომპანიამ გაოუშვა პირველი ფერადი გრაფიკის მქონე პერსონალური კომპიუტერი Apple Computer II.. სწორეს ეს მოდელი ითვლება პირველ პერსონალურ კომპიუტერად. მისი ჩვენება მოხდა კომპიუტერულ გამოფენაზე West Coast Computer Faire.შეიქმნა ეფლის სამარკო ნიშანი – ყველასთვის ცნობილი ვაშლი ( შექმნილი სარეკლამო კომპანია Regis McKenna –ის მიერ), რომელიც 2000 წლამდე შეფერილი იყო ცისარტყელის ფერებად.

მიუხედავად მაღალი ფასისა (1300 დოლარი), კომპიუტერი Apple Computer II სარგებლობდა უდიდესი მოთხოვნით. მთლიანობაში გაყიდული იქნა 2 მილიონი ეგზემპლარი. გამოშვება გრძელდებოდა 1990 წლამდე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ეფლის მოუტანა 5,25 დიუმიანმა დისკავოდმა Disk II.

1984 წლის აპრილში გამოვიდა კომპიუტერის ახალი მოდელი Apple IIc, რომელშიც პირველად იქნა გამოყენებული განახლებული პროცესორი 65C02. გარდა ამისა კომპიუტერში ჩამონტაჟებული იყო დისკის წამკითხავი, ოპერატიული მეხსიერება – 128 КБ და პირველად გამოყენებული იქნა მოდემის, პრინტერის, მაუსის და ჯოისტიკის მისაერთებელი პორტები.

1983 წელს კომპანია ეფლიმ (Apple) გამოუშვა კომპიუტერის ახალი მოდელი – Lisa. ეს იყო მნიშვნრლოვნად გაუმჯობესებული მონაცემების მქონე კომპიუტერი. ფასი შეადგენდა 9995 დოლარს. მისთვის სპეციალურად შექმნილი იყო ახალი ოპერაციული სისტემა. მაგრამ, იმის გამო, რომ კომპიუტერ Lisa –ს გაყიდვების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა, 1984 წელს შეიქმნა გაუმჯობესებული Lisa 2, რომლის ფასი საგრძნობლად დაბალი იყო წინა მოდელთან შედარებით. მიუხრდავად ამისა წარმატება არც მას ხვდა წილად. ამიტომ კომპანიის ხელმძღვანელობამ დაიწყო ფიქრი შედარებით დაბალფასიანი მოდელების შექმნაზე.

ასე შეიქმნა პროექტი მაკინტოში (Macintosh). კომპიუტერი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტექნიკური მონაცემებით, აერთიანებდა სისტემურ ბლოკს და მონიტორს, პროცესორის ტაქტის სიხშირე იყო 8 МГ, ოპერატიული მეხსიერება შეადგენდა 128 kb -ს მყარი დისკი იყო 400 kb.

მიუხედავად მწარმოებლების მცდელობისა მაკინტოში (Macintosh) მაინც არ გამოვიდა იაფი მოდელი. მისი ფასი შეადგენდა 2500 დოლარს.

1986 წელს ეფლიმ (Apple) დახვეწა Macintosh SCSI ინტერფეისით. იმავე წელს გამოვიდა იეროგლიფებზე სამუშაო ოპერაციული სისტემა – KadjiTalk, რითაც კომპანიამ მოახერხა აზიური ბაზრის ათვისება.

1987 წელს ბაზარზე გამოვიდა Macintosh II. ამ მოდელში გადაწყდა მონიტორის და სისტემური ბლოკის განცალკევება.

1990 წელს კომპანიამ გამოუშვა თავისი ყველაზე ძვირი მოდელის კომპიუტერი–Mac IIfx, რომელიც ღირდა 10 000 დოლარი.

1997 წელს ეფლიმ გამოუშვა ახალი თაობის კომპიუტერს G3. ტექნოლოგიურად ახალი პროცესორები საგრძნობლად უსწრებდა Intel – ს. გარდა ტექნიკური მონაცემებისა G3 კომპიუტერები დიზაინის თვალსაზრისითაც საკმაოდ ლამაზად გამოუყურებოდა.

1999 წელს გამოვიდა ეფლის ნახევრად გამჭვირვალე კორპუსიანი ფერადი კომპიუტერების სერია Power Macintosh G3, რომლებიც ითვლებოდა პროფესიონალი დიზაინერების და გეიმერების მოდელებად. მათი ფასი შეადგენდა 1600 დან 4000 დოლარამდე.

2000 წელს გამოდის Power Mac G4 Cube.

2001 წელს კომპანია უშვებს პირველ აიფონს (iPod). მისი ზომები იყო 100x62x18 мм და იწონიდა 184 გრამს.

2003 წელს იქმნება ახალი პროცესორი –G5.

2006 წელს გამოდის ეფლის პირველი Intel – ის პროცესორის ბაზაზე შექმნილი კომპიუტერი – iMac და MacBook Pro.

2008 წელს ანონსირებული იქნა ახალი აიფონის – iPhone 3G გამოშვების შესახებ. ამავე წლის მონაცემების მიხედვით კომპანიამ გაყიდა 4,7 მილიონი ტელეფონი, მისი წილი ტელეფონების მსოფლიო ბაზარზე შეადგენდა 12,9 %.

დღევანდელ დღეს ეფლის ნოუთბუქები MacAir, არის ყველაზე თხელი ნოუთბუქი მსოფლიოში – ალუმინის კორპუსით.

ბრენდი ეფლი (Apple) – დღესაც ერთ–ერთი წარმატებული და ძლიერი კომპანიაა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.

Gabor Bojar-მა, სტივ ჯობსს უწოდა ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება თანამედროვე ეპოქაში და მას მსოფლიოში პირველი ბრინჯაოს ქანდაკ...
07/26/2015

Gabor Bojar-მა, სტივ ჯობსს უწოდა ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება თანამედროვე ეპოქაში და მას მსოფლიოში პირველი ბრინჯაოს ქანდაკება მიუძღვნა.

2011 წლის 21 დეკემბერი, Graphisoft Park, Budapest. 💚💛💙💜

12/20/2014

“მე გამიმართლა, რადგანაც ადრეული ასაკიდანვე ვიპოვე საქმე, რომელიც მიყვარდა.” სტივ ჯობსი. 💛💛💛

გაგვიზიარეთ! რომელი პროგრამებით აკეთებთ ასეთი ეფექტის ფოტოებს? :) 💜💚💛💙
11/04/2014

გაგვიზიარეთ! რომელი პროგრამებით აკეთებთ ასეთი ეფექტის ფოტოებს? :) 💜💚💛💙

iPhone 6 & iPhone 6 Plus
10/24/2014

iPhone 6 & iPhone 6 Plus

დააყენეთ უკვე? კმაყოფილი ხართ? 💜💚💛💙
10/21/2014

დააყენეთ უკვე? კმაყოფილი ხართ? 💜💚💛💙

სტივ ჯობსის ციტატები, რომლებიც მან სხვადასხვა წელსა და სიტუაციაში წარმოთქვა (ფოტოზე - სტივ ჯობსი გარდაცვალებამდე ერთი თვ...
10/17/2014

სტივ ჯობსის ციტატები, რომლებიც მან სხვადასხვა წელსა და სიტუაციაში წარმოთქვა (ფოტოზე - სტივ ჯობსი გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე)

„მე არ მქონდა საკუთარი ოთახი და მეგობრებთან იატაკზე ვიწექი. ვაბარებდი „კოლას“ ბოთლებს 5 ცენტად, რათა საკვები მეყიდა. და ყოველ კვირას 7 მილს ფეხით გავდიოდი, რათა კვირაში ერთხელ კარგად მევახშმა კრიშნაიდების ტაძარში. ეს მშვენიერი იყო“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე წარმოთქმული სიტყვიდან, 2005 წელი).

„ჯობია მეკობრე იყო, ვიდრე ფლოტში მსახურობდე“ (ციტატა წიგნიდან Odyssey: Pepsi to Apple, 1982 წელი).

„გსურთ, მთელი ცხოვრება ტკბილი წყალი გაყიდოთ, თუ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ და მსოფლიოს შეცვლა სცადოთ?“ (ასე მიმართა 1983 წელს ჯობსმა PepsiCo-ს პრეზიდენტს ჯონ სკულის, როდესაც მის Apple-ის გენერალურ დირექტორად გადაბირებას ცდილობდა. ორ წელიწადში სკულმა ჯობსის Apple-იდან გათავისუფლებას მიაღწია).

„როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რომ Apple-იდან ჩემი გათავისუფლება ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო მოვლენა იყო. მე გავთავისუფლდი წარმატებული ადამიანის ტვირთისგან და კვლავ შევიძინე ახალბედას სიმსუბუქე და ეჭვიანობა. ამან გამათავისუფლა და ჩემთვის ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი დაიწყო“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი).

„დარჩით მშიერი, დარჩით უგუნური!“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი.)

„Microsoft-ის პრობლემა ისაა, რომ მათ არ აქვთ გემოვნება. არავითარი! ისინი შემოქმედებითად არ ფიქრობენ. მათ პროდუქტებს არ აქვს კულტურა“ (Triumph of The Nerds, 1996 წელი).

„კრეატიულობა - ეს არის, უბრალოდ, კავშირის დადგენა საგნებს შორის. როდესაც შემოქმედებით ადამიანებს ეკითხებიან, როგორ გააკეთეს ესა თუ ის რამ, ისინი თავს ცოტა დამნაშავედ გრძნობენ, რადგან სინამდვილეში არაფერი გაუკეთებიათ, უბრალოდ, შეამჩნიეს. მათ შეძლეს საკუთარი გამოცდილების ნაწილების დაკავშირება და სინთეზირება რაღაც ახალში. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ განიცადეს და დაინახეს მეტი, ვიდრე სხვებმა, ან იმიტომ, რომ ისინი ამის შესახებ მეტს ფიქრობენ.“ (Wired, 1996 წელი).

„როდესაც ახალგაზრდა ხარ და ტელევიზორს უყურებ, ფიქრობ, რომ ტელეკომპანიები შეუთანხმდნენ ერთმანეთს და სურთ ადამიანებს გონება დაუჩლუნგონ. შემდეგ კი იზრდები და ხვდები: ადამიანებს ეს თავად სურთ. შეთქმულება საშიში არ არის. შენ შეგიძლია დახვრიტო ნაძირლები, დაიწყო რევოლუცია. მაგრამ არავითარი შეთქმულება არ არსებობს. ტელეკომპანიები, უბრალოდ, მოთხოვნას აკმაყოფილებენ. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა“ (Wired, 1996 წელი).

„Apple-ის თანამედროვე პროდუქტები - უკუსვლაა. ისინი არ არიან სექსუალურები.“ (Apple-ში დაბრუნებამდე გაკეთებული განცხადება, usinessWeek, 1997 წელი).

„ნუ ხარ ბოროტი - ეს სრული სისულელეა“ (Google-ის კორპორატიული ლოზუნგის Don't be evil-ის შესახებ.)

„ბოლო 33 წლის განმავლობაში მე ყოველ დილით ვიხედებოდი სარკეში და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: დღეს რომ ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი დღე იყოს, გავაკეთებდი იმას, რაც დღეისთვის დავგეგმე?“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი.)

„მე არ მსურს, ვიყო ყველაზე მდიდარი ადამიანი სასაფლაოზე“ (The Wall Street Journal, 1993).

„მე გავიზარდე და მივხვდი, რომ ტექნოლოგიურ სიახლეებს არ შეუძლია მსოფლიოს შეცვლა. ბოდიში, მაგრამ ეს სიმართლეა. ამის გააზრება ბავშვების გაჩენასთან ერთად ხდება. იბადები, ბერდები, შემდეგ კი კვდები. ასე ხდება უკვე ბევრი წლის განმავლობაში, და ამას არაფერი შეცვლის.“ (The Wall Street Journal, 1993).

„როდესაც მახსოვს, რომ მალე მოვკდვები - ეს შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც დამეხმარა, მიმეღო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცხოვრებაში. მოსალოდნელ სიკვდილზე ფიქრი საუკეთესო საშუალებაა იმ ილუზიისგან გასათავისუფლებლად, რომ რაღაც დასაკარგი გაქვს. თითქოს შიშველი ხარ და არ გაქვს მიზეზი, არ მოუსმინო საკუთარ გულს. სიკვდილი - ეს ცხოვრების საუკეთესო გამოგონებაა.“ (სტენფორდის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლა, 2005 წელი.)

10/12/2014

დაგვარდნიათ iPhone?

💛💛
09/28/2014

💛💛

არ მოტყუვდეთ ქართველებო!!!5 წუთის წინ ვესაუბრე კომპანია Apple-ს ოფიციალურ თანამშრომელს კუპერტინოშიმან კატეგორიულად უარყო...
09/18/2014

არ მოტყუვდეთ ქართველებო!!!

5 წუთის წინ ვესაუბრე კომპანია Apple-ს ოფიციალურ თანამშრომელს კუპერტინოში
მან კატეგორიულად უარყო iPhone 6 და iPhone 6 Plus-ს არსებობა 19 სექტემბრამდე!
ამერიკაში ოფიციალურად გაყიდვაში გამოდის 19 სექტემბერს :)
საქართველოში კი აიფონ პლიუსი ახდენს ამ ტელეფონის გაყიდვას 18 სექტემბრიდან 99999 და 11111 ლარად :)
რაც იმას ნიშნავს რომ iPhone არ არის ორიგინალი და ეს Apple-ს თანამშრომელმაც დაადასტურა...

თქვენ გაქვთ შანსი გახდეთ მსოფლიოში (დიახ მსოფლიოში) პირველი iPhone 6, 6+_ის მფლობელი iPhone+_თან ერთად !

Steve Jobs ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ეხილა ნამდვილად ახლიდან დაიღუპებოდა...სირცხვილია ქა...
09/10/2014

Steve Jobs ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ეხილა ნამდვილად ახლიდან დაიღუპებოდა...

სირცხვილია ქართველო ერო!!!

iPhone 6 გაყიდვაში iPhone+ ში 20 სექტემბრიდან შემოვა

ექსკლუზიურობიდან გამომდინარე მისი ფასი იქნება 9 999 ლარი

iPhone 6 9 999 ლარი
iPhone 6 plus 14 999 ლარი

iPhone+ ში მყიდველის ვინაობა ყოველთვის კონფიდენციალურია!

Apple Watch.
09/10/2014

Apple Watch.

Address

Cupertino
Cupertino, CA
95014

Telephone

+18006927753

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Apple Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share