08/10/2026
AgriTouch | DMG Group მადრიდში ხილისა და ბოსტნეულის სექტორის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაში “Fruit Attraction 2026” მონაწილეობს. კომპანია გამოფენაზე საქართველოს აგრარულ პოტენციალს წარადგენს და საერთაშორისო მყიდველებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას გააძლიერებს.
გამოფენა 6–8 ოქტომბერს IFEMA MADRID-ის საგამოფენო სივრცეში იმართება. მასში 78 ქვეყნიდან 2 500 მონაწილე კომპანია მონაწილეობს. ორგანიზატორების პროგნოზით, ღონისძიებას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 121 000 პროფესიონალი ვიზიტორი დაესწრება.
“Fruit Attraction” მწარმოებლებს, ექსპორტიორებს, იმპორტიორებს, სავაჭრო ქსელებსა და ტექნოლოგიური და ლოგისტიკური მომსახურების მიმწოდებლებს აერთიანებს. გამოფენა მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქმიანი შეხვედრების, ახალი საექსპორტო შესაძლებლობების აღმოჩენისა და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებისთვის.
გამოფენის ფარგლებში კომპანია არსებულ და პოტენციურ პარტნიორებს შეხვდება, ახალი ბაზრებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს და საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოს შესაძლებლობებს გააცნობს მაღალი ხარისხის ხილის წარმოებისა და მიწოდების მიმართულებით.
საქართველოს პავილიონში კომპანიების მონაწილეობა სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.