SBC AUDIT Georgia

SBC AUDIT Georgia SBC Audit is a UK-registered audit firm licensed and operating in Georgia.

SBC AUDIT Georgia-ს გუნდი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს 🤍
31/12/2024

SBC AUDIT Georgia-ს გუნდი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს 🤍

08/07/2024

🌎🌍🌏
SBC Legal თავისი პრაქტიკის ფარგლებში წარმოადგენს მრავალ ადგილობრივ თუ უცხოური ქვეყნის მცირე, საშუალო და მსხვილ კლიენტებს, მათ შორის არიან კლიენტები ევროპის, აზიის, ამერიკის და აფრიკის ქვეყნებიდან.

🇦🇷 🇦🇷 🇦🇷
ამჯერად SBC Legal-ის კლიენტების არეალი გაიზარდა და ჩვენს გრძელ სიას დაემატა კმაყოფილი კლიენტი, არგენტინიდან.
ჩვენ კომპანიას დაუკავშირდა არგენტინის მოქალაქე, რომელსაც ჭირდებოდა დახმარება, როგორც იურიდიულ ასევე საბანკო საკითხებში.
უმოკლედ ვადებში, გამოვითხოვეთ არგენტინიდან საჭირო დოკუმენტები, მოხდა მათი თარგმნა/დამოწმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და შესრულდა კლიენტის მხრიდან მოთხოვნილი საბანკო ოპერაციები.

🤝🙌👐
კიდევ ერთხელ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ კლიენტს გამოცხადებული ნდობისთვის და წარმატებები ვუსურვოთ ბიზნეს საქმიანობებში.

🇺🇸
04/07/2024

🇺🇸

🇺🇸 🇺🇸 🇺🇸

⚽️🇬🇪
18/06/2024

⚽️🇬🇪

⚽️ წარმატებები საქართველოს ნაკრებს ⚽️
🇬🇪❤️ ზღაპრის ბოლო კეთილია ❤️🇬🇪

🎉🎉🎉SBC Legal სიხარულით გაცნობებთ, რომ მარიამ აბესაძე - ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი იურისტი და გამორჩეული სპეციალის...
03/06/2024

🎉🎉🎉
SBC Legal სიხარულით გაცნობებთ, რომ მარიამ აბესაძე - ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი იურისტი და გამორჩეული სპეციალისტი, რომელმაც ადრეულ ასაკშივე მიაღწია უამრავ წარმატებას სამართლის სფეროში და უწყვეტად განაგრძნობს წინსვლასა და კარიერულ განვითარებას, ადოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის უმაღლეს ქულაზე ჩაბარებისა და ცხრა თვიანი ადაპტაციის კურსის დასრულების შემდგომ, გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი, საერთო სპეციალიზაციით.

გარდა იმისა, რომ ქ-მ მარიამი კომპანიის უცხოელ და ქართველ კლიენტებს უწევს მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას და უზრუნველყოფს მათთვის ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტაციის მოზადებასა და წარმოებას, მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება პირველი ინსტანციის სასამართლოებში მარწმუნებელთა წარმომადგენლობასა და მათი ინტერესების რეალიზებაში. მის მიღწევებსა და მონდომებას უკავშირდება კომპანიის კლიენტთა აბსოლიტური უმრავლესობის კმაყოფილების მაღალი ხარისხი და მადლიერება. ხოლო დღეიდან მარიამი უფლებამოსილია განახორციელოს წარმომადგენლობითი საქმიანობა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს ყველა ინსტანციაში, მათ შორის სააპელაციო სასამართლოებსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

🤍🤍🤍
დარწმუნებულები ვართ, რომ მარიამის პროფესიული და პიროვნული თვისებები, მათ შორის საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება განგრძობადად უზუნველყოფს SBC Legal - ის კლიენტების კმაყოფილებას.

🎉🎉🎉
SBC Legal is thrilled to announce that Ms. Mariam Abesadze, one of the leading lawyers and outstanding specialists of our company has achieved significant success in the field of law at an early age and continuously experiences progress and career development, became a member of the Georgian Bar Association as an attorney with a general specialization after passing the bar qualification exam with the highest score and completing the nine-month adaptation course.

Besides providing highly qualified consulting to the company's high-profile foreign and Georgian clients and preparing a wide variey of legal documents, Mariam has extensive experience in representing principals in the courts of first instance and achieving their legal objectives. Her achievements and determination are connected with the high degree of satisfaction and gratitude of the vast majority of the company's clients. Effective immediately, Mariam is entitled to perform representative activities in civil, administrative, and criminal law cases in all court instances, including the Courts of Appeals and the Supreme Court of Georgia.

🤍🤍🤍
We are confident that Mariam's professional and personal qualities, including her compassionate approach to work, will continue to ensure the satisfaction of SBC Legal's clients.

🔻🔻🔻მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ SBC Legal-ის იურიდიული გუნდის 9-თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩვენი კლიენტი, შპს „...
10/05/2024

🔻🔻🔻
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ SBC Legal-ის იურიდიული გუნდის 9-თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩვენი კლიენტი, შპს „მავერიკ სოლუშენ“ (ბრენდის სახელი - Alltrust.me) დარეგისტრირდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად (VASP) საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის რეესტრში!

ჩვენი იურისტების, კლიენტის ტექნიკური და AML გუნდის ერთობლივი მუშაობით მომზადდა სარეგისტრაციო დოკუმენტების ერთიანი პაკეტი, მათ შორის კორპორაციული დოკუმენტები, სათანადო პოლიტიკები და რეგისტრაციისთვის საჭირო სხვა დოკუმენტები/ინფორმაცია.

ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ვირტუალური აქტივების მომსახურების ბაზარს შეუერთდა კიდევ ერთი კომპანია, ფინანსურ ბაზარზე ოპერირების საკუთარი ბიზნეს მოდელით.

მადლობას ვუხდით ამ ტრანზაქციაში მონაწილე ყველა პირს გაწეული შრომისთვის და ჩვენ კლიენტს გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე წარმატებას ვუსურვებთ მათ მომავალ ბიზნეს საქმიანობაში!

🔻🔻🔻
We are thrilled to announce that, after 9 months of intensive work by SBC Legal's legal team, our client, Maverick Solution LLC (brand name – Alltrust.me) has been successfully registered as the Virtual Asset Service Provider (VASP) in the relevant register of the National Bank of Georgia!

Through the collaborative efforts of our lawyers and the client's technical and AML team, we prepared a comprehensive package of registration documentation. This included a corporate arrangement scheme specifically tailored for VASP(s), internal policy documents and all other necessary documents/information for the registration.

We are proud that another company to the Virtual Asset Service Market, offering its unique business model in the financial sector.

We express our gratitude to all individuals who participated in this transaction for their hard work. We also extend our appreciation to our client for their trust and wishing them success in their future business activities!
AllTrust.Me - Crypto exchange service

🥳🥳🥳მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ SBC Legal- ის იურიდიული და ფინანსური ჯგუფის ერთობლივი 2 წლიანი მუშაობის შედეგად, ჩვენი ერ...
17/04/2024

🥳🥳🥳
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ SBC Legal- ის იურიდიული და ფინანსური ჯგუფის ერთობლივი 2 წლიანი მუშაობის შედეგად, ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი კლიენტის სასარგებლოდ წარმატებით დასრულდა საგადასახადო დავა, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, რომლის შედეგადაც ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიას სრულად გაუნულდა დარიცხული მოგების გადასახადი და ჯარიმა.

🔻🔻🔻
აღნიშნული დავის ფარგლებში საკვანძო საკითხი იყო, ის რომ კლიენტი წარმოადგენდა რეზიდენტ საწარმოს, რომელიც უცხოურ კომპანიებთან მომსახურებას გაწევდა დაქირავებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების მეშვეობით. შემოსავლების სამსახურის დაანგარიშებით გადასახადის გადამხდელი დაექვემდებარა განაწილებული მოგების დივიდენდის გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნული საქმე რამდენჯერმე გასაჩივრდა და დაბრუნდა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სისტემაში.

👩‍⚖️📃⚖️
ჩვენი იურისტების და ფინანსისტების პოზიცია, რომელიც წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში იყო, ის რომ კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის ნაწილების შემუშავებასა და გადაცემას უკვეთავდა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს, რომელთა გაერთიანება და მზა/დასრულებული პროდუქტის მიღება ხდებოდა საქართველოში, დამფუძნებლის/დირექტორის უშუალო ძალისხმევითა და მონაწილეობით. აგრეთვე არარეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ შექმნილი სამუშაო დამოუკიდებლად არ წარმოადგენდა პროგრამული უზრუნველყოფის მზა პროდუქტს, არ გააჩნდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღირებულება და ვერ მოექცეოდა ეკონომიკურ ბრუნვაში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ხელახლა განხორციელდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12. 2022 წლის N33544 ბრძანებით დამტკიცდა მეთოდური მითითება „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ - შესაბამისად სადავო საკითხის შესწავლა, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს სრულად გაუნულდა საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული ჯარიმები.

✅✅✅
აღნიშნული საქმე პრეცედენტულია და დიდი მნიშვნელობის მქონეა ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე რეზიდენტი კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ტერიტორიაზე და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებას უწევენ არარეზიდენტ საწარმოებს უცხოეთში, როგორც ადგილობრივი ისე უცხოური დაქირავებული პირების მეშვეობით.

👏👏👏
ჩვენი გუნდი მადლობას უხდის საქართველოს ფინასთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს და მის წევრებს, ასევე შემოსავლების სამსახურის შესაბამის დეპარტემენტებს საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამო, რომლებმაც სრულად გაიზიარეს ჩვენი არგუმენტები და სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად გამოიტანეს სწორი გადაწყვეტილება.
გვინდა წარმატება ვუსურვოთ ჩვენს კლიენტს მომავალ ბიზნეს საქმიანობაში!

📣📣📣გაცნობებთ, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.“ ახალი კანონის...
06/03/2024

📣📣📣
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.“ ახალი კანონის ამოქმედებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული კანონმდებლობა დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტს. ამასთან, გაიზარდა მონაცემთა სუბიექტების უფლებები და გაფართოვდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები. ახალი კანონით სრულყოფილად განისაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობისასაც ხდება მონაცემების დამუშავება (მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის), მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონაცემთა გადატანის განხორციელება.
✍️📜📜
ახალი კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ განსაზღვრული ორგანიზაციები და საწარმოები (საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება), აგრეთვე, დიდი რაოდენობით მონაცემთა დამმუშავებელი ან ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგში ჩართული ორგანიზაციები და საწარმოები ვალდებულნი არიან დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
⬇️⬇️⬇️
ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ასევე ითვალისწინებს ვიდეო და აუდიო მონიტორინგის განხორციელების წესს, ინციდენტების აღრიცხვისა და შეტყობინების წესს, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციულ სახდელებს და მათი დადების საფუძვლებს.
🤝🤝🤝
SBC Legal-ის გუნდი მზად არის არსებულ და სამომავლო კლიენტებს გაუწიოს დახმარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში, დასახელებული მიმართულებით თანამშრომლების მომზადების/გადამზადების პროცესში.

Address

Shanidze Street 16
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995551787888

Alerts

Be the first to know and let us send you an email when SBC AUDIT Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to SBC AUDIT Georgia:

Share