18/07/2023
🔊🔊🔊ცვლილება საგადასახადო კოდექსში, კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლს დაემატოს მე-10 ნაწილი შემდეგი რედაქციით ➡️ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული კლასიკური ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთია 1.0 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე, აქამდე არსებული აქციზის განაკვეთი წარმოადგენდა 14 წელს გადაცილებულ ავტომობილზე 2.4 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე.
🟪შესაბამისად ახალი ცვლილებით გამოეყო კლასიკური ავტომობილები და აქციზის განაკვეთი 2.4 ჯერ შემცირდა.
☑️ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ავტო მოყვარულებს შესაძლებლობა გაქვთ შემცირებული განაკვეთით შემოიყვანოთ და გააიმპორტოთ კლასიკური ავტომობილები.
(ავტომობილი, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ, კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკოლექციო ექსპონატად, ჩაითვლება კლასიკურ ავტომობილად).
#საგადასახადოკოდექსი
#საბაჟოკანონმდებლობა
#სიახლე
#კანონმდებლობა